მითები და რეალობა ასტროლოგიის შესახებ - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხატია ბედოშვილი გვიზიარებს:
„1. ვენერას მდებარეობა არ განსაზღვრავს პარტნიორულ ურთიერთობებს. ურთიერთობები განიხილება კომპლექსურად და სინთეზში სხვა ბევრ მაჩვენებელთან მიმართებაში.
2. ასცედენტი აჩვენებს, როგორ მოქმედებთ და წარმოაჩენთ თავს და არა იმას, რეალურად როგორი ხასიათი გაქვთ.
3. სხვა ქვეყანაში დაბადების დღის შეხვედრით თქვენს პროგნოზს ვერ შეცვლით.
ესე მარტივად არ პროგრამდება წლის პროგნოზი. პროგნოზი ვიბრირებას იწყებს 6 და 3 თვით ადრე დაბადების დღემდე და არა დაბ. დღეზე, როგორც ამის პროპაგანდას ახდენენ.
4. სხვა ქვეყანაში წასვლა თუ ადამიანს არ ეძლევა ჰოროსკოპის მიხედვით, სადაც არ უნდა წავიდეს ვერსად ვერ აეწყობა და სამყარო უკან დააბრუნებს, ხოლო თუ ჰოროსკოპი წასვლას მხარს უჭერს, სადაც არ უნდა წავიდეს კარგად იქნება.
5. რელოკაცია ირთვება თუ არა?
ჩემი პრაქტიკის მანძილზე, შესაძლოა ადამიანი ცხოვრობდეს 20 წელი სხვა ქვეყანაში, მაგრამ მაინც დაბადების ჰოროსკოპი მუშაობდეს და არასოდეს ჩაირთოს სხვა ქვეყანა.
ამიტომ ამ „ყვითელ ჭორებზე” ნუ ააგებთ თქვენს ცხოვრებას.
6. შეიძლება ყველა მაჩვენებელი ჰარმონიული იყოს, მაგრამ თქვენი ცხოვრება რთული.
ეს ნიშნავს, რომ კარგ პერიოდს კი არ უნდა დაელოდოთ მხოლოდ, არამედ შეცვალოთ მიდგომები, რომელიც არ მუშაობს. მხოლოდ ასე შეძლებთ პროგნოზის გამოყენებას და თქვენი ცხოვრების შეცვლას.
7. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი არ განსაზღვრავს თქვენს ხასიათს.
თქვენს ხასიათს განსაზღვრავს, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და ამასთან სინთეზში პლანეტარული განლაგება.
8. თუ კლასიკურად შეთავსებადი ნიშანი ხართ პარტნიორთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილად შეთავსებადები ხართ“, - წერს ხატია ბედოშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მშვენიერი ქალი“ - მარიამ სანოგოს პარიზული ვოიაჟი გრძელდება
⭕„ასეთი ადამიანი უბედური არასოდეს არ იქნება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა