დღეს სავსემთვარეობაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგიები სამი დღით ადრე იწყებენ მოქმედებას და პიკის შემდეგ კიდევ სამ დღეს გასტანენ.
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ საზოგადოებას სავსემთვარეობასთან დაკავშირებით რჩევები მისცა და მოსალოდნელი სირთულეების შესახებ ამცნო.
„დღეს სავსემთვარეობაა. ამ დროს ძილი ფუჭდება, დიდი ენერგიის გამო, ზოგიერთი ვერ იძინებს, რადგან დიდი ენერგია მოდის და შფოთავს ამ დროს ადამიანი.
მკვლელობა, რომელიც მოხდა, შემთხვევითი არ არის. ახალმთვარეობაზე და სავსემთვარეობაზე ზოგს ტვინი უბნელდება და თავადაც არ იცის რას აკეთებს.
რას ნიშნავს სავსემთვარეობა? ეს არის მზის და მთვარის დაპირისპირება სასწორის და ვერძის ღერძზე.
ადამიანები ამ დროს ხდებიან ზე ემოციურები და ეს მთელი ემოცია გადადის აგრესიაში. ჩხუბების, კონფლიქტების, ტრავმების, მკვლელობების და ავარიების ალბათობა იზრდება.
დღევანდელი დღე გავიაროთ ყურადღებით. ჯანმრთელობას მივაქციოთ ყურადღება. თავის ტკივილებმა და წნევამ შეიძლება იჩინოს დღეს თავი. ასევე ყელის არე, თირკმელები და ენდოკრინული სისტემა.
არავითარი მოლაპარაკებები და საქმის გარჩევა. ხვალინდელი დღე კი მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანთა გონებაში მოიმატებს მშვიდობიანობა. ინტელექტუალური მონაცემები გაუმჯობესდება.
ყურადღება მიაქციეთ 3 დღეს : ორშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. ეს დღეები გეომაგნიტურია. ხვალ იწყება ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პერიოდი. ხვალიდან 22 ოქტომბრამდე საუკეთესო პერიოდი იქნება მოლაპარაკებებისთვის, იდეებისთვის, მოგზაურობისთვის და კონტაქტების დამყარებისთვის.
22 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება ძალიან რთული პერიოდი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სალომე ჭაჭუას პიკანტურმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა - რა კადრებს ავრცელებს მოცეკვავე