Digest Logo

მნიშვნელოვანი ამბის გაგება, მოულოდნელი სიურპრიზი სამყაროსაგან და საუკეთესო პერიოდი ახალი საქმეების წამოსაწყებად - მიმდინარე კვირის პროგნოზი

1689576405
კოსმოსი - სამყარო

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

17 ივლისი

ეს დღე თითოეულ ადამიანს აჩვენებს, თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საკუთარ თავში ბედნიერების მიზეზი აღმოვაჩინოთ და ეს ემოცია სხვებსაც გავუზიაროთ. შესაძლოა, ამ დღეს განსაკუთრებული შემართება და მოტივაცია იგრძნოთ და ნახოთ, რომ ბედნიერებისათვის არ არის საჭირო, რაიმე გრანდიოზული და რადიკალური ხდებოდეს და ის შეიძლება, სულ მცირე დეტალებშიც კი ვიპოვოთ.

18 ივლისი

ეს დღე შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლისა თუ ამბის გაგების დღე იყოს, რაც თქვენს შეხედულებებსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას მთლიანად შეცვლის. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, მხარდაჭერა იგრძნოთ იმ ადამიანისაგან, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდით. ან კიდევ, მოულოდნელად ზურგი გაქციონ მათ, ვისაც ენდობოდით. შესაძლოა, გაიგოთ თქვენ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, რომელსაც, ერთი შეხედვით, თქვენი ახლობელი ავრცელებს და ზურგს უკან ცილს გწამებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პერიოდია იმისათვის, რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ და ნახოთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი და ვინ - თვალთმაქცი.

19 ივლისი

ეს კვირა გადაფასებებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისთვის მართლაც შესანიშნავი პერიოდია. 19 ივლისს შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ყველა ურთიერთობაზე, რომლებმაც თქვენთვის მნიშვნელობა დაკარგა და აღარც განახლებას აქვს აზრი, საბოლოოდ მიიღოთ დამშვიდობების გადაწყვეტილება და თქვენი ცხოვრების ახალი თავი დაიწყოთ.

20 ივლისი

ამ დღეს შესაძლოა, სამყაროსაგან მოულოდნელი საჩუქარი, სიურპრიზი, გამართლება ნახოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. მთავარია, სიხარულის აღმოჩენა მცირე დეტალებშიც მოახერხოთ.

21 ივლისი

ამ დღეს შეგიძლიათ, თქვენი პოტენციალი, უნარები და შესაძლებლობები უფრო ზუსტად გამოავლინოთ და სამყაროს აჩვენოთ, რომ იმაზე ბევრად მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იყავით თავდაჯერებული, ნუ მოგერიდებათ ინიციატივების გამოვლენისა და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღების და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ.

22 ივლისი

ეს დღე გაჩვენებთ, რომ მნიშვნელოვანია, უამრავი საქმისა და პასუხისმგებლობის პარალელურად, საკუთარ თავზეც იფიქროთ, დაისვენოთ, დრო საყვარელ აქტივობებს დაუთმოთ და ძალები აღიდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლისთვის საკმარისი მოტივაცია აღარ გექნებათ.

23 ივლისი

ეს დღე შესანიშნავია, რომ რაიმე ახალი დაიწყოთ, ან კიდევ უკვე არსებული იდეის განვითარებაზე იფიქროთ. სამყარო თქვენს ყველა სასიკეთო წამოწყებას მხარს დაუჭერს, მოგცემთ შესაბამის ენერგიას, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გრანდიოზული ტორტი, ულამაზესი წითელი კაბა და ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა იუბილე

🔵„ერთი წუთით ავცდით ამ საშინელებას...“ - რა შეემთხვათ რუსკა ქარქაშაძეს და მის მეუღლეს ბრაზილიაში საქორწინო მოგზაურობისას