23 აგვისტო | შესაძლებლობებისა და მოულოდნელი შემოთავაზებების დღე
დღის ენერგიებია 5 • 5 • 1. დღეს მნიშვნელოვანია, ჩვეული სცენარიდან გამოხვიდეთ და ცხოვრებას თქვენი გაოცების საშუალება მისცეთ.
შეარჩიეთ ახალი ადგილები გაისეირნეთ პარკში, სადაც აქამდე არ ყოფილხართ, ეწვიეთ თეატრს, გამოფენას ან უბრალოდ ახალი გზით გაიარეთ. გარემოს შეცვლამ შესაძლოა ძალიან საინტერესო მოვლენებამდე მიგიყვანოთ.
ხშირად გაიღიმეთ და ბედნიერება ასხივეთ. მიესალმეთ ადამიანებს, იყავით გახსნილი და უსურვეთ სხვებს სიყვარული, ბედნიერება და სიუხვე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამყაროსგან არ ჩაიკეტოთ.
აუცილებლად გამოდით კომფორტის ზონიდან. სთხოვეთ ვინმეს ის, რისი თხოვნაც ჩვეულებრივ მოგერიდებოდათ ყავაზე დაგპატიჟოთ, ფუნთუშა გიყიდოთ ან რამეში დაგეხმაროთ. მთავარი თავად თხოვნა კი არა, ყველაფრის კონტროლის სურვილის დათმობა და მიღების სწავლაა.
დღეს შესაძლოა მოულოდნელი შემოთავაზებაც მიიღოთ. მაშინაც კი, თუ ჯერ მზად არ ხართ და არ იცით, ყველაფერი როგორ განვითარდება, უარის თქმას ნუ იჩქარებთ. ზოგჯერ ჯერ უნდა თქვათ: „დიახ, მე მინდა“, დეტალებში კი შემდეგ გაერკვეთ. სწორედ ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გაგიხსნათ შესაძლებლობა, რომელიც დიდი ხანია, ერთ-ერთი სურვილის ასასრულებლად გაკლიათ.
ამიტომ დღევანდელი დავალება მარტივია: გაიღიმეთ, იურთიერთეთ, იმოძრავეთ, სცადეთ ახალი და ნუ შეგეშინდებათ ჩვეული საზღვრებიდან გასვლის.
დაე, ამ დღემ მოგიტანოთ ბედნიერება, სიყვარული, სიუხვე და სწორედ ის შესაძლებლობა, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით.