Digest Logo

„მნიშვნელოვანია, გაცნობიერებულად აკეთოთ კეთილი და საქველმოქმედო საქმეები, რადგან კარმა დღეს სწრაფად მუშაობს“ - შაბათის ენერგეტიკული პროგნოზი

1760773589
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

„მთელი დღის განმავლობაში მთვარე ქალწულის ნიშანში იმოძრავებს, რაც დღის ტონს განსაზღვრავს. ეს არის: გონიერება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა. ყველა საქმე, რასაც დღეს განსაკუთრებული ყურადღებით და გეგმაზომიერად შეასრულებთ, საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight წერს.

ასტროლოგი საზოგადოებას 18 ოქტომბრის კოსმოსურ და ენერგეტიკულ პროგნოზს უზიარებს:

„გთავაზობთ 18 ოქტომბრის, შაბათის, კოსმოსურ და ენერგეტიკულ პროგნოზს.

ასევე დღეს მთვარის 27-ე დღეა, თვის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღე.

ვიმედოვნებ, რომ ეს პროგნოზი თქვენთვის მცირე გზამკვლევი გახდება, რათა დღე სამყაროს რიტმთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში გაატაროთ.

მთელი დღის განმავლობაში მთვარე ქალწულის ნიშანში იმოძრავებს, რაც დღის ტონს განსაზღვრავს. ეს არის: გონიერება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა. ყველა საქმე, რასაც დღეს განსაკუთრებული ყურადღებით და გეგმაზომიერად შეასრულებთ, საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ. ეს არის ხელსაყრელი დღე მარტივი, პრაქტიკული საქმეებისთვის, როდესაც მნიშვნელოვანია სარგებლისა და მიზანშეწონილობის შეგრძნება. მთვარე ქალწულში ჯანსაღ და პრაქტიკულ მიდგომას მოითხოვს. ეცადეთ, დღეს ემოციები გვერდზე გადადოთ და ჩართოთ გონება: შეისწავლეთ, გააანალიზეთ, გამოიტანეთ პრაქტიკული, ლოგიკური დასკვნები – მთვარე ქალწულში აუცილებლად დაგიჭერთ მხარს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს ქალწულის მთვარე მთვარის დაღმავალ კვანძს უერთდება, რაც წარსული კარმის სიმბოლოა. ეს შეერთება დღეს კარმულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ გავლენით, შესაძლოა, მოგონებების, ნოსტალგიისკენ მიზიდულობა ვიგრძნოთ. ზოგისთვის ამან შესაძლოა მსუბუქი დაღლილობა ან აპათია გამოიწვიოს. შეიძლება იგრძნოთ, თითქოს წარსულსა და მომავალს შორის ხართ გაჭედილი. მაგრამ სინამდვილეში, ეს შეერთება შანსს გვაძლევს, გადავხედოთ, შევაფასოთ და, რაც მთავარია, დავასრულოთ ზოგიერთი დაუმთავრებელი ამბავი. როდესაც მთვარე სამხრეთ კვანძს უერთდება, ქვეცნობიერს ზედაპირზე ამოაქვს ის, რაც მოითხოვს დასრულებას. ეს შეიძლება იყოს ზედმეტი ვალდებულებები, მივიწყებული წყენა ან შინაგანი ტვირთი, რომელსაც დიდი ხანია დაატარებთ. ყურადღებით შეისწავლეთ, რა მოგონება იჩენს თავს დღეს წარსულიდან. დროა, გათავისუფლდეთ მისგან, გააანალიზოთ წარსულის გაურკვევლობა, დაამყაროთ წესრიგი და დასვათ წერტილი. ეს არის დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი: გაანალიზებული წარსული გაგიადვილებთ სუნთქვას, გაასუფთავებს შინაგან არქივებს, რათა ადგილი გაუმზადოთ ახალ ენერგიას. ეს არის შინაგანი და სულიერი გაწმენდის, ასევე თქვენი ჭეშმარიტი პრიორიტეტების გაცნობიერების დღე.

ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ჩაატაროთ მოკლე მედიტაცია: დახუჭეთ თვალები და გულში წარმოთქვით: „მადლობას ვუხდი წარსულს გაკვეთილებისთვის და ვათავისუფლებ ყველაფერს, რაც აღარ ემსახურება ჩემს განვითარებას. ჩემი გული სუფთაა, ჩემი გზა სინათლით სავსეა“. ეს დაგეხმარებათ დღის უფრო ჰარმონიულად გატარებაში და წარსულის კარმის ტვირთისგან გაწმენდაში.

დღის მეორე ნახევარში მთვარეს, სატურნსა და ნეპტუნს შორის დაძაბული ასპექტი ყალიბდება. ამან შეიძლება ნეგატიური ემოციების ტალღა მოიტანოს. შესაძლოა გაჩნდეს შეგრძნება, თითქოს კედელს ეჯახებით, რომ ვერ აკეთებთ საქმეს ისე, როგორც გსურთ. ამ დროს უმნიშვნელოვანესია, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და არ ჩაეფლოთ ნეგატიურ ემოციებში. ამისთვის ეცადეთ, შაბათი თქვენთვის სასიამოვნო ინტელექტუალურ აქტივობებს დაუთმოთ, რადგან დღეს ძლიერია მერკურისა და მარსის შეერთება, რაც გვაძლევს გონების სიმკვეთრესა და რეაგირების სისწრაფეს. თუ ამ ენერგიას რაიმე შემეცნებითისკენ მიმართავთ, ძალიან კარგად დატვირთავს ამ დღის ენერგეტიკას და შნაგანად მეტ კმაყოფილებას და ჰარმონიას იგრძნობთ, გონება ძალიან აქტიურია, შესაბამისად ყველაფერი, რასაც დღეს შეიმეცნებთ, მნიშვნელოვან და სასარგებლო როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. ასევე, თუ დღის მეორე ნახევარს პრაქტიკულ საქმეებს, წესრიგის დამყარებას, სხეულზე, სახლზე ზრუნვას დაუთმობთ, თავს სავსედ და კმაყოფილად იგრძნობთ. სასარგებლოა მსუბუქი დეტოქსი, იოგა, მასაჟები, ან უბრალოდ საღამოს სისუფთავესა და სიმშვიდეში გატარება. ეს დაგეხმარებათ ჰარმონიზაციაში, რადგან ქალწულის მთვარის ენერგიებს შეესაბამება.

ჩვენს შინაგან პროცესებზე დღეს 27-ე მთვარის დღე იმოქმედებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, სულიერი მთვარის დღე, როდესაც მატერიალურსა და სულიერ სამყაროებს შორის საზღვარი გამჭვირვალე ხდება. 27-ე მთვარის დღე მთვარის ციკლში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და საიდუმლო ცოდნით სავსე დღეა. ეს არის დრო, როდესაც ხილულსა და უხილავს შორის თითქოს ზღვარი იშლება. თუ ყურადღებით მოუსმენთ საკუთარ თავს, სამყაროდან მნიშვნელოვან შეტყობინებებს მიიღებთ. დღეს შეიძლება მოგევლინოთ მოულოდნელი, მაგრამ ძალიან ღირებული იდეები, პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე, წინასწარმეტყველური განწყობები, რადგან დღე რბილი, მშვიდი ენერგიით არის სავსე. არ უნდა იჩქაროთ და დაძაბოთ თავი. ეს არის ფიქრის, მედიტაციის, ცნობიერთან მუშაობის დრო. ძალიან სასარგებლოა სულიერი ლიტერატურის კითხვა, თვითშემეცნება. დღეს შესაძლოა „ბედის ნაკადი“ ჩაირთოს. როდესაც ვენდობით ცხოვრების დინებას, საჭირო მოვლენები თავისით ხდება. 27-ე მთვარის დღის სიმბოლოა სამკაპი, გემი. ეს სიმბოლოები, რომლებიც მოგზაურობასთან, ცოდნასთან, წინსვლასთან არის დაკავშირებული, მიუთითებს ახალი ჰორიზონტების გახსნის, სიბრძნის შეძენის, საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე რაიმე მნიშვნელოვანის შეცნობის შესაძლებლობაზე. ამიტომ, თუ დღეს შეამჩნევთ ნიშნებს, მოუსმენთ შემთხვევით ფრაზებს, ან ნახავთ უცნაურ სიზმრებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. ეს შეიძლება იყოს სამყაროსგან მნიშვნელოვანი გზავნილები.

ასე რომ, 27-ე მთვარის დღეს თუ შევეცდებით ყურადღებით მოვუსმინოთ ინტუიციას, ნებისმიერი გაცნობიერება, უცნაური განცდა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ამ დღეს კარგია, ფიქრი, სამყაროს ნაკადთან შეგრძნებით დაკავშირება. მნიშვნელოვანია, დღეს გაცნობიერებულად აკეთოთ კეთილი და საქველმოქმედო საქმეები, რადგან კარმა დღეს სწრაფად მუშაობს და ნებისმიერი სიკეთე აუცილებლად გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ. ამ მთვარის დღეს თავიდან უნდა აიცილოთ ხმაური, აჩქარება, რადგან დღე მშვიდ დინებას მოითხოვს. ის წყლის სტიქიასთან არის დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება, რათა მოვიზიდოთ „ბედის ნაკადი“. ეს დღე თითქოს რბილი ტალღაა, რომელიც სწორი მიმართულებით გვატარებს. მთავარია, არ შევეწინააღმდეგოთ და არ დავაჩქაროთ მოვლენები. მოუსმინეთ საკუთარ თავს, ყურადღებით დააკვირდით ნიშნებს, მიენდეთ სამყაროს ნაკადს და ის აუცილებლად გაჩვენებთ სწორ გზას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„იდეალური დღეა რომანტიკისთვის, კრეატიულობისთვის და თამაშით სავსე ურთიერთობებისთვის“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„საკუთარი ქვეყნის ისტორია მრწამსის გარეშე როგორ უნდა ასწავლო ადამიანს გაუგებარია, დანაშაულის ტოლფასია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕„ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ!!“ - მატილდა გვარლიანი Victoria's secret-ის შო­უ­ზე