
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria's secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. შოუ ნიუ-იორკში გაიმართა.
ქართველმა ტოპ მოდელმა შოუზე ორი ლუქი მოირგო, ორივე ძირითად ხაზში. ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართა.
მატილდამ სოციალურ ქსელში გამომწერებს შოუდან კადრები გაუზიარა და როგორც თავად აწერს აღფრთოვანებულია იმით რაც მის თავს ხდება.
„ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ!! @victoriassecret 😋
ძალა, სილამაზე, თავდაჯერებულობა - მადლობა ამ ყველაფრის აღნიშვნისთვის. პატივია, რომ ამ ახალი ეპოქის ნაწილი ვარ“, - წერს მატილდა.
ცნობისთვის, პირველად მატილდა შოუზე გასულ წელს გამოვიდა.
„ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან", - ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ის ძალიან სევდიანია“ - რას წერენ ბელა ჰადიდის გამოსვლაზე Victoria’s Secret-ის შოუში
🎥 „როგორი ნიჭიერი ხარ პატარა“ - 3 წლის გალა არაჩვეულებრივად ანგარიშობს