Digest Logo

„საკუთარი ქვეყნის ისტორია მრწამსის გარეშე როგორ უნდა ასწავლო ადამიანს გაუგებარია, დანაშაულის ტოლფასია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1760769281
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი საგანმანათლებლო სივრცეში შესატან ცვლილებებზე საუბრობს:

„ზოგადად, მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, არსებობს ორი ყველაზე დიდი ტოპ ბიზნესი, საიდანაც ფულს, როგორც სურთ ისე შოულობენ: ესენია სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროები.

მე-12 კლასის მოხსნაზეა ახლა საუბარი და გეტყვით, რომ საქართველოში წლებია განათლების სფერო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

პირველი ის, რომ მე-12 კლასს, როგორც დამატებით ბენეფიტს, თითქმის მთელი ამ 25 წლის მანძილზე არასწორად იყენებს სისტემა.

მე-12 კლასში სრული წლის განმავლობაში ბავშვი ფოკუსირებული უნდა იყოს არა მხოლოდ გამოცდებზე, არამედ, იმაზე, თუ რა სურს სამომავლოდ და საით წასწევს მის ცხოვრებას. ამაში დიდ როლს უნდა ასრულებდეს მშობლების სწორ ჩართულობასთან ერთად სკოლის ფსიქოლოგიური სტრუქტურა, რაც უბრალოდ არ გვაქვს.

16,17,18 წლებში, როცა დღევანდელ ცხოვრებაში ამხელა ფორსმაჟორია, სრულიად პატარა ასაკში რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, მაგიტომ ხდება ჩააბარებენ და უნდათ გადაბარება, წლებს კარგავენ და დემოტივაციის პიკში გადიან.

ამიტომ, ბოლო დამამთავრებელი კლასები მართლაც ბენეფიტად უნდა აქციო და ბავშვებს დაეხმარო გზის პოვნაში და მეტი პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში, მაგრამ სად არის საშველი …

ან რომელ საშველზეა საუბარი აბსოლუტურად არასწორი განლაგებაა: არსებობს წვრთნის ორი გზა, რომელსაც ბავშვი უნდა გადიოდის სკოლიდანვე: როგორც სულიერს, ისე მატერიალურს. სკოლაში, საკუთარი ქვეყნის შესახებ რომ ისტორიას ვერ ისწავლი, იქ რაზეა საუბარი? გადაშალეთ ისტორიის წიგნები გული შეგიწუხდებათ …
არანაირი საკომუნიკაციო ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სარწმუნოებაზე საუბარიც ზედმეტია, საკუთარი ქვეყნის ისტორია მრწამსის გარეშე როგორ უნდა ასწავლო ადამიანს გაუგებარია, უბრალოდ გაუგებარია. ეგ, ფაქტობრივად, დანაშაულის ტოლფასია.

ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ხომ საერთოდ არ მოგვეპოვება, ურთიერთობის ფსიქოლოგიაში გარღვევაა ბავშვებში და შესაბამისად ხდება სკოლებში უამრავი ჩაგვრა, ძალადობა, ბულინგი და ა.შ. სკოლა ზოგი ბავშვისთვის საგანმანათლებლო სივრცე კი არა ,,ციხეა” ჩვეულებრივი და სამწუხაროა რომ ასეთი ბევრია.

ფსიქიკადანგრეული რომ იმოძრავებს 16-17 წლის ბავშვი, ის რა სირთულეებით ივლის ცხოვრებაში ან როგორ განვითარდება შემდეგ იცის ვინმემ?

სულიერებისგან ბოლომდე დაცლილია დღევანდელი საგანმანათლებლო სექტორი, სამაგიეროდ ზოგიერთები მწიგნობრები გამოდიან.

ამიტომაა, ქვეყანას მწიგნობრები კი არ აკლია, ,,განათლებული” ხალხი აკლია. რასაც უნდა გაძლევდეს სკოლა და შემდგომ უნივერსიტეტი ზუსტად იმას ვერ და არ გაძლევს, პარადოქსია, თუმცა ასეა.
დამატებით, არ ვიცი ზუსტად სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით ხარისხის აღიარების ამბავში რა პრობლემები წარმოიქმნება, ეს პლიუს სატკივარი არ მსურს რომ გახდეს.

მოკლედ რომ ვთქვა, მთლიანი სისტემაა ჩამოსანგრევი და ახლიდან ასაწყობი, ჰო კიდევ ბევრისთვის სკოლის მერე რომ უნივერსიტეტი ერთი დიდი იმედგაცრუებაა, სადაც აკადემიურ სრულ გაუმართაობას წააწყდება ადამიანი, ამაზე ალბათ ცალკე ვისაუბრებ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ!!“ - მატილდა გვარლიანი Victoria's secret-ის შო­უ­ზე

⭕„ის ძალიან სევდიანია“ - რას წერენ ბელა ჰადიდის გამოსვლაზე Victoria’s Secret-ის შოუში

🎥 „პარტნიორული ურთიერთობები გამოწვევებით აღსავსეა“ - მომდევნო ორი კვირის ასტროპროგნოზი ხატია ბედოშვილისგან