ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში თებერვლის პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სად მდებარეობს შესასვლელი კარი, საწოლები, ღუმელი, სამუშაო მაგიდა.
მოხვდნენ თუ არა ისინი მოცემულ სექტორებში? თუ სექტორი კარგია - გაგიმართლათ:👇
„თებერვლის ფენ-შუი პროგნოზი სექტორების მიხედვით: მფრინავი ვარსკვლავები (4.02- 5.03).
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სად მდებარეობს შესასვლელი კარი, საწოლები, ღუმელი, სამუშაო მაგიდა. მოხვდნენ თუ არა ისინი მოცემულ სექტორებში? თუ სექტორი კარგია - გაგიმართლათ.
მფრინავ ვარსკვლავებს საცხოვრებელ სივრცეში განვიხილავთ შემოსასვლელი კარიდან გაზომვის შესაბამისად (ვისაც აღნიშნული გაზომვები არ გაქვთ გაკეთებული, მარტივი ვარიანტია გაზომოთ ბინის ცენტრიდან კომპასით).
ჩრდილო-დასავლეთი
თებერვალში გამოხატული გადაღლის, გამოფიტვის ენერგია მოაქვს. შესაძლებელია აპათია, ენერგიის დაქვეითება, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემები. შესაძლოა, სხეული აშკარად „მიანიშნებდეს“, რომ დროა პრევენციულ, ან აღდგენით ზომებს მიმართოთ.
ამავდროულად, უცნაურია, რომ სწორედ აქ შეიძლება გაჩნდეს სასარგებლო კავშირები, ან იდეები სწავლისა და შემოქმედებისთვის. ისინი შეიძლება საკმაოდ ნელა განვითარდეს, მაგრამ საბოლოოდ მომავლის ძლიერ საფუძვლად იქცნენ.
ამ სექტორში, მთელი წლის განმავლობაში სასურველი იქნება „ლითონით კორექცია“. ამ ადგილას შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ლითონის ზარები, ან შესამჩნევი ლითონის საგნები მოათავსოთ, მაგ. მძიმე სავარჯიშო გირები. ეს ხელს შეუწყობს მტკივნეული ენერგიების წნეხის შემცირებას.
დასავლეთი
თებერვალში საინტერესო შესაძლებლობებს გვთავაზობს, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის, განათლებისა და საინვესტიციო იდეების მეშვეობით. აქ კარგი ახალი წამოყებისთვის, ან არსებულის საქმის ფრთხილად განვითარებისთვის.
ამავდროულად, ენერგია ზომიერებას მოითხოვს. ზედმეტმა აჩქარებამ და ყველაფრის ერთდროულად მიღების სურვილმა შეიძლება დანაკარგებამდე მიგვიყვანოს. საუკეთესო გამოსავალია, რაოდენობაზე მეტად ხარისხს მიანიჭოთ უპირატესობა. ახლა აღმოცენებულ იდეებს შეუძლიათ ნაყოფი გამოიღონ, თუ თანდათანობით და ზეწოლის გარეშე განავითარებთ.
ჩრდილო-აღმოსავლეთი
ამ თვეში არც თუ საუკეთესო მხარდამჭერია. ის ანელებს პროცესებს, იწვევს დაღლილობას, სიზარმაცეს, სირთულეებს საქმეების შესრულებაში. ფინანსური ხარჯები შესაძლოა დაუფიქრებელი და ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდეს.
სამაგიეროდ ენერგია აღდგენისთვის შესაფერისია. აქ შეიძლება დაისვენოთ, ტემპი შეანელოთ და სხეულის მდგომარეობას მიაქციოთ ყურადღება, რადგან შესაძლოა საჭმლის მომნელებელმა სისტემამ, სახსრებმა, ან ღვიძლმა ნიშანი მოგცეთ. ნუ უგულებელყოფთ.
თვე ასევე შეიძლება ხელსაყრელი იყოს უძრავ ქონებასთან, ან მიწასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის, აჩქარებისა და ზეწოლის გარეშე.
ამ სექტორში ლითონით კორექცია გარკვეულწილად შეამსუბუქებს ენერგიების გავლენას.
სამხრეთი
სექტორი მთელი წლის განმავლობაში დაძაბულია და ამ თვეშიც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მას შეუძლია ფინანსური დანაკარგები, კონფლიქტები, რთული დავები და ტრავმების გაზრდილი რისკი მოიტანოს, განსაკუთრებით ფეხების.
თუ შესაძლებელია, უმჯობესია, საერთოდ არ გამოიყენოთ ეს სექტორი — არ დაიძინოთ აქ და არ გაააქტიუროთ ის მუდმივი მოქმედებით. თუ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაშინ რისკები მაქსიმალურად შეამცირეთ: არ გაასესხოთ ფული და არ ჩაერთოთ სარისკო წამოწყებებში.
რეკომენდებულია აქ ლითონის ზარის დაკიდება.
ჩრდილოეთი
თებერვალში ორაზროვანია. შეუძლია შთაგონების, იდეების, შემოქმედებითი აღმავლობისა და ახალი რომანტიკული ნაცნობობის მოტანა.
ამავდროულად, აქ ყველაფერი არასტაბილურია და სწრაფად იცვლება. ამ სექტორის ენერგიების გავლენით დაწყებული ურთიერთობები შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს. ემოციები ადვილად გამოდის კონტროლიდან და ხარჯები ონივრულს მიღმა. ასევე შესაძლებელია თავის ტკივილი და საჭმლის მონელების, ან სახსრების პრობლემები.
საუკეთესო გამოსავალია, ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვათ ყველაფერი და ემოციების საფუძველზე საბედისწერო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
სამხრეთ-დასავლეთი
აქ ენერგია ამ თვეში საკმაოდ მკაცრია. ადვილად იწვევს ჩხუბს, დაძაბულ საუბრებს და ფინანსურ დანაკარგებს. აქ წარმოშობილი ნებისმიერი კონფლიქტი, როგორც წესი, გამწვავდება და დიდხანს გაგრძელდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ მეტყველებაზე. ერთმა დაუდევარმა სიტყვამ შეიძლება პრობლემების ჯაჭვი გამოიწვიოს. ასევე ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას - შესაძლებელია სუნთქვის, ყელის პრობლემები და ზოგადი სისუსტე.
თუ სექტორი აქტიურად გამოიყენება, რეკომენდებულია იქ მარილიანი წყლის ჭურჭლის მოთავსება. ასევე, აუცილებლად დაიცავით „ინფორმაციული ჰიგიენა“: განსაკუთრებით ფრთხილად იყავით სატელეფონო თაღლითობასთან და მოერიდეთ პირადი გეგმებისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან.
აღმოსავლეთი
თებერვლში ერთ-ერთი საუკეთესო სექტორია. ის დაგეხმარებათ საქმეების მოწესრიგებაში, პოზიციების განმტკიცებასა და სტაბილურ წინსვლაში. სამსახურის, კარიერისა და შემოსავლის ზრდის საკითხები აქ საუკეთესოდ მოგვარდება.
თუ პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე, ან განვითარებაზე ფიქრობდით, ეს სექტორი შესანიშნავი მოკავშირე იქნება.
სამუშაო მაგიდის, ან საწოლის აქ განთავსება აძლიერებს კონცენტრაციას, დისციპლინას და "მყარი ნიადაგის" შეგრძნებას ქმნის.
სამხრეთ-აღმოსავლეთი
წლის უმეტესი დრო ხელსაყრელად ითვლება, თუმცა თებერვალში მისი ენერგია კაპრიზულია. აქ შეიძლება დიდი იდეები დაიბადოს და ინფორმაციის, პოპულარიზაციისა და კომუნიკაციის საშუალებით ფულის შოვნის შესაძლებლობები გაჩნდეს. ხელსაყრელი იქნება პიართან, სწავლასთან და ახალი გადაწყვეტილებების ძიებასთან დაკავშირებული საქმეები.
ამავდროულად, სწორედ ამ სექტორში იზრდება ჯანმრთელობისთვის დაუცველობა. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყელის, ფილტვების და საერთო იმუნიტეტის დაცვა. ჰიპოთერმიამ შეიძლება ხანგრძლივი გაციება გამოიწვიოს. სექტორის ენერგია ასევე ამწვავებს მეტყველებას - ადვილია ზედმეტი თქვა. და უსიამოვნებაში გახვევა. ნუ იჭორავებთ.
თუ შემოსასვლელი კარი, საძინებლის, ან კაბინეტის კარი ამ სექტორში მდებარეობს, კარგია მთელი თვის განმავლობაში მასთან ახლოს მარილიანი წყალი მოათავსოთ. ეს ნეგატივის შერბილებაში დაგეხმარებათ“, - წერს თამო შავლიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი