Digest Logo

🎥 „მოათავსეთ წითელ ნაჭერში...“ - გოგა მანიას რჩევები საახალწლოდ მათთვის, ვისაც სურს სიყვარულში, ფინანსებსა და კარიერაში წარმატებას მიაღწიონ

1765708904
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გვიზიარებს, რომელ დღეს უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რათა სიყვარულში, ფინანსებსა და ოჯახში წარმატებას მივაღწიოთ:

„როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე, როგორი ფერის და რომელ მხარეს, იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატება?
ზოგ თქვენგანს დაოჯახება სურს, ზოგსაც - შვილი.

ნაძვის ხე აუცილებლად უნდა დაიდგას 15 ან 16 დეკემბერს, დღის საათებში.

რატომ ვაკეთებთ ამას? მოგეხსენებათ, 17 დეკემბერი ბარბარობის დღესასწაულია. ამ დღეს ბევრი სიფერადითა და წარმატებით სავსე უნდა შევხვდეთ, ეს ენერგია მომავალ წლამდე გაგყვებათ.

მათ, ვისაც ნაძვის ხე უკვე დადგმული გაქვთ, შეგიძლიათ ადგილი შეუცვალოთ ან დამატებითი დეკორაციები დაამატოთ.

აუცილებლად უნდა დავდგათ ნაძვის ხე აღმოსავლეთ მხარეს. სანამ მას დადგამთ, აუცილებელია გაასუფთავოთ ადგილი, სადაც ნაძვის ხე განთავსდება, იქნება ეს საკმევლით, საეკლესიო სანთლით თუ დარიჩინით.

მათ, ვისაც გათხოვება სურთ:

თქვენი ბეჭედი ან სამაჯური მოათავსეთ წითელ ნაჭერში, მოუკარით თავი და დაკიდეთ ნაძვის ხეზე.

მათ, ვისაც შვილი სურთ:

იყიდეთ პატარა ტანსაცმელი და წინასწარ გადაუხადეთ მადლობა სამყაროს. დაკეცეთ, მოათავსეთ ღია ფერის ნაჭერში და დადეთ ნაძვის ხის ქვეშ. სურვილის შესრულებამდე შეინახეთ ნაძვის ხესთან ან წაიღეთ წმინდა ადგილზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ საწოვარაც შეუმჩნეველ ადგილას მოათავსოთ ნაძვის ხესთან.

ფინანსური კეთილდღეობისთვის:

აიღეთ ბრინჯი და მონეტა, ერთად შეკარით ნაჭერში და დაკიდეთ ნაძვის ხეზე.

ჰარმონიისთვის:

ცოცხალი ნაძვის ხე საუკეთესო გამოსავალია. თუმცა უმეტესობას ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ბუნებრივ ნაძვის ტოტს მივუმაგრებთ.

ფერი:

აირჩიეთ ისეთი ფერის ნაძვის ხე და დეკორაციები, რომლებიც მოგწონთ და გულთან ახლოს მიგაქვთ“,- ჰყვება გოგა მანია.

ცნობისთვის, გოგა მანიამ, სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ          მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოუსმინეთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს...“ - სოფია ბზეკალავას ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის და ახალმთვარეობის ტენდენციები

⭕„ქართული ეშხი...“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ნაცვლიშვილი

⭕„არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - თაკო საზინა ულამაზეს ლუქში პოზირებს