ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 3 თებერვლისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„3 თებერვალი სიყვარულის, სილამაზისა და წარმატების დღე
დღის საერთო ენერგია ციფრი 6.
სიყვარული, ჰარმონია და ბედნიერება დღეს მაქსიმალურად აქტიურდება.
რა გააკეთოთ:
გიყვარდეთ, შექმენით, იგრძენით
იმუშავეთ და მიიღეთ გადაწყვეტილებები სიყვარულითა და სიამოვნებით
მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს, განახორციელეთ მნიშვნელოვანი შენაძენები, დაგეგმეთ ქორწინება
დაიწყეთ დიდი პროექტები, შეავსეთ სივრცე სილამაზითა და სიმრავლით
მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრები, იზრუნეთ საკუთარ თავზე
ეწვიეთ სპას, სილამაზის სალონს ან ელეგანტურ რესტორანს
რას უნდა მოერიდოთ:
სიზარმაცესა და ზედმეტ კომფორტს
შურისძიების სურვილს აკონტროლეთ ემოციები
კამათსა და დაპირისპირებას
გადაჭარბებას დაიცავით ზომიერება, რათა ქრონიკული პრობლემები არ გამწვავდეს
ასევე დღეს სამშაბათია და განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაბადებულია 9, 18, 27 რიცხვებში.
თქვენი ფერები: წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აანთეთ წითელი და ცისფერი სანთელი გვერდიგვერდ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ
⭕🎥 გაიცანით 78 წლის მეან-გინეკოლოგი, რომლის ხელებში ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება