„სელენა“ ლომშია - როგორ იმოქმედებს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე და რა გველის მომდევნო კვირას? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
ცაგარელის განმარტებით, სელენა მოითხოვს სისუფთავესა და წესრიგს როგორც აზრებში, ისე ცხოვრებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას ჯანმრთელობაზე.
15 ოქტომბრიდან კი სელენა სასწორის ნიშანში გადავა, რაც მშვიდობას, ჰარმონიასა და ქორწინებისთვის ხელსაყრელ პერიოდს მოიტანს.
„ლილიტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს „სელენა“, ეს არის „თეთრი მთვარე“, კიდევ მას მფარველ ანგელოზს ვუწოდებთ. ადამიანი ამ დროს იცვლება. „სელენა“ 7 თვეში ერთხელ იცვლის ზოდიაქოს ნიშანს, განსხვავებით ლილიტისგან. ამასთან ერთად ის არის ყოველივე ნათელის და დადებითის საწყისი. ახლა „სელენა“ ლომის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, ეს კარგია რადგან თითოეულ ჩვენგანს აძლიერებს.
ლომში „სელენა“ არის სიყვარულის სიმბოლო. კეთილშობილების სიმბოლო, ლომი კი გამრავლებას ნიშნავს. ხელს უწყობს კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. პირად ურთიერთობებში უნდა აამაღლოთ კონტაქტები. ახლა არის პერიოდი სიყვარულისა. ჩადეთ ყველაფერში მაქსიმალური სიყვარული. კარგი პერიოდია არტისტული ნიჭის გამოსავლენად. ხელს უწყობს იურისტების მუშაობას. ასევე გასართობ ინდუსტრიას.
„სელენა“ მოითხოვს სისუფთავეს, წესრიგს ყველგან და ყველაფერში. მოაწესრიგეთ აზრები ურთიერთობა, საქმე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 15 ოქტომბრიდან სელენა გადავა სასწორში. რაც მოითხოვს მშვიდობას და ჰარმონიას. ხელს უწყობს ქორწინებას“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
ზოდიაქოს ცალკეული ნიშნის დახასიათება:
♈ ვერძი
ექნება ძალიან კარგი შესაძლებლობა მოაწესრიგოთ საკუთარი ცხოვრება და გამოჯანმრთელდეთ. დაალაგეთ ურთიერთობა ახლობლებთან და პარტნიორთან. ივარჯიშეთ, ჯანსაღი ცხოვრება წინ წამოსწიეთ.
♉ კურო
აქვთ აუცილებლობა პირადი სფეროს გააქტიურების. სელენა მოგიწოდებთ გახსნათ გული და ჭეშმარიტი გრძნობა გამოხატოთ. კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობა ხელსაყრელია.
♊ ტყუპები
მეტი დრო გაატარეთ სამშობლოში. აქ მიიღებთ საჭირო ენერგიას. საუკეთესო დროა ახალი პერსპექტივებისთვის. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
♋ კირჩხიბი
მეტი კონტაქტები, მგზავრობა, მოგზაურობა. საუკეთესო დროა სწავლისთვის. სამყარო გეხმარება ურთიერთობების დალაგებაში.
♌ ლომი
მთავარი ფავორიტი ნიშანი ხართ. იხსნება ფულის წყარო. შესაძლოა იპოვოთ ადამიანი, ვისთანაც პარტნიორულად ან ფინანსურად ითანამშრომლებთ. კარგი შანსი გაქვთ დააგროვოთ კაპიტალი. ფულს უაზროდ ნუ დახარჯავთ.
♍ ქალწული
მფარველი ანგელოზი ძირითადად ქალწულშია, ამიტომ ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. ყველაზე დიდი შანსები და მხარდაჭერა გაქვთ. წინა პლანზე წამოსწიეთ ინტელექტუალური მონაცემები. იყავით მეტად აქტიურები.
♎ სასწორი
დააჭირეთ ენას კბილი. რას აპირებთ, ვინმე მოგწონთ თუ არა, წინასწარ ნუ გათქვამთ. ნუ ჩქარობთ. არ იყოთ სულსწრაფები. მოქმედება ინტუიციაზე დაყრდნობით ისწავლეთ.
♏ მორიელი
რეფორმების დროა. სელენა ითხოვს სიახლეებს. შესაძლებელია ახლებური სტილი ან ვარცხნლობაც. აითვისეთ სიახლეები. შესაძლოა, ძველი ურთიერთობები ამაღლდეს. მჭიდრო კავშირი იქონიეთ ინტერნეტთან. ადვილად აითვისებთ ახალ მეთოდოლოგიას.
♐ მშვილდოსანი
დაგროვდებიან ეჭვიანები და ცუდი ადამიანები. თუმცა სელენა ხელს უწყობს კარიერას. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც შემოგთავაზებენ ხელსაყრელ წინადადებებს.
♑ თხის რქა
კარგი პერიოდია მგზავრობისთვის. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მოთხოვნა არის, რომ იყოთ ოპტიმისტი. არ გააზვიადოთ არაფერი.
♒ მერწყული
მოგეთხოვებათ ენაზე კბილის დაჭერა. კარგი იქნება პარტნიორული თანამშრომლობა, ოღონდ ჩუმი. დაეყრდენით ინტუიციას. იყავით პრინციპული.
♓ თევზები
საინტერესო პერიოდია ქორწინებისთვის. მზად იყავით ამისთვის. შეყვარების წინაშე აღმოჩნდებით. მშვიდობიანად გადაწყვიტეთ პრობლემები.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია