Digest Logo

გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ პირველად ითამაშა

1767934623
გიზი მამაგეიშვილი

გიზი მამაგეიშვილმა პირველად ითამაშა გრაცის „შტურმში“, რომელმაც მარბელაში მიმდინარე შეკრებაზე ამხანაგური მატჩი „ბრიუგესთან“ გამართა.

შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

„შავ-თეთრებმა“ ფრედ ბელმინ ბეგანოვიჩის დუბლის წყალობით ორჯერ მოახერხეს დაწინაურება, მაგრამ ბელგიელებმა ორივეჯერ წონასწორობა ბერძენი თავდამსხმელის, ხრისტოს ცოლისიც დარტყმით აღადგინეს.

ავსტრიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო გუნდი ლიდერი, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა და მეორე ნახევარში ადგილი გუნდის ახალწვეულს, „იბერიის“ ყოფილ კაპიტანს, გიზი მამაგეიშვილს დაუთმო.

გრაცის „შტურმი“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე სატესტო მატჩს 14 იანვარს გამართავს და ამჯერად დანიურ „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „ზღაპრულია ამ გოგოს ცხოვრება“ - შორენა ბეგაშვილი დუბაიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს

🔵„ნაწლავისა და მუცლის შებერილობა — ჩუმი ეპიდემია, რომლის მიზეზს ბევრმა არ იცის...“ - რას წერს მამუკა რაშოიანი

🔵„იმედია, 54 წლისაც ასე ვიქნები და 75 წლის ასაკშიც...“ - რას წერს ეკო ფანგანი

წყარო: 1tv.ge