Digest Logo

🎥 „მოდის წელი, რომელიც აანაზღაურებს იმას, რაც...“ - 2025 წლის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1735140901
თაკო მელიქიშვილი

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს რიტუალზე, რომელიც ახალი წლის ღამეს მანდარინით სრულდება.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით.

ამჯერად იგი აქვეყნებს ახალ ვიდეოს, სადაც საუბრობს იმაზე თუ როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2025 წელი:

ვერძი

წელს ვერძი შეეცდება ახალი სამყარო აღმოაჩინოს საკუთარი თავისთვის. ასევე გამოავლენს საკუთარ თავს სიყვარულში, კარიერასა და ახლობლებში. გადატვირთული გრაფიკი გაქვთ და მოგინდებათ რაღაცის შეცვლა ცხოვრებაში. განსაკუთრებით შემოქმედებითობაში იქნება წარმატებები.

კურო

სამუშაოს მხრივ ახალი შესაძლებლობები გექნებათ. მსხვილი პროექტები და შორს მიმავალი გეგმები თქვენი პრიორიტეტი იქნება. დახმარებას უნდა ელოდოთ ახლობლებისგან. გაიხსნება გზები საბედისწერო მოგზაურობებში.

ტყუპები

საინტერესო წელი იქნება. გამოავლენთ თქვენ თავს და მოგეცემათ შესაძლებლობა მიაღწიოთ წარმატებას. განახორციელებთ დიდი ხნის დაგეგმილ გეგმებს. ფინანსურად ცოტა შეფერხებები გექნებათ.

კირჩხიბი

მოდის წელი, რომელიც აანაზღაურებს იმას, რაც განიცადეთ უწინ. კარგი დროა მოგზაურობისთვის, საყიდლებისთვის. გექნებათ საშუალება გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები.

ლომი

საკთარი ძალის დემონსტრირება და საზოგადოებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოგიწევთ. მიუხედავად სირთულეებისა, კარიერის პერსპექტივები გაიხსნება გაზაფხულზე და ზაფხულზე, სახლიდან შორს. მნიშვნელოვან კომპენსაციას მიიღებთ.

ქალწული

ერთის მხრივ ხელს გიწყობთ 2025 წელი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ახალი პრობლემებიც იჩენს თავს, რომელიც კარიერასთან იქნება დაკავშირებული. დიდი ხნის გეგმების განხორციელების შესანიშნავი პერსპექტივები გაქვთ.

სასწორი

ამ წელს ნელ-ნელა დაიწყება ხანგრძლივი პრობლემების მოგვარება. ეს ეხება, როგორც ჯანმრთელობას ასევე ადამიანებთან ურთიერთობას. თქვენს კარიერაში დაიწყება ცვლილებები უკეთესობისკენ. ასევე დაიწყება ახალი კარიერის შენების წელი.

მორიელი

შორ მანძილზე იმოგზაურებთ და სახლიდან მოშორებით თავს უკეთ იგრძნობთ. გზები მოგიტანთ ბედნიერებას და განახლებას. იქნება დაორსულების ან შვილების გაჩენის შესაძლებლობა.

მშვილდოსანი

წელს წარმატებასთან ერთად მოვა ცვლილებები და თქვენს ოჯახს შესაძლოა დახმარება დასჭირდეს. ბევრი ხარჯი იქნება და ეს წელი თქვენთვის წარმატებული იქნება.

თხის რქა

ბევრი ირამ იქნება ამ წელს სწავლასთან დაკავშირებული და შეგეძლებათ ადამიანთ ახალი წრის შეკრება. ახალი პარტნიორები გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ოჯახი თქვენგან წარმატებას მოელის. იქნება შეხვედრები და სიყვარული.

მერწყული

მნიშვნელოვანი პერიოდია სამუშაო და ფინანსური კუთხით. თუმცა წლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოულოდნელად გამოჩნდნენ ახალი პარტნიორები და გათვალისწინება მოგიწევთ ამ ყველაფრის. აქტიურები და საინტერესო ხართ. მოგიწევთ რაღაცის დათმობა.

თევზები

პირადი წარმატების დრო გაქვთ და ეს ყველაფერი ეხება ინტელექტუალურ გეგმებს და სამსახურებრივ დაწინაურებას. იქნება რაღაც საკითხებში შეზღუდვები.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყურები აქვს“?

⭕როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

„ადამიანები განწირულები იქნებიან...“ - წლის მთავარი შემაჯამებელი ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან