„ახლა გვაქვს სავსემთვარეობა. მზე და მთვარე უპირისპირდება ერთმანეთს. მზე იმყოფებოდა მშვილდოსნის ნიშანში, ხოლო მთვარე ტყუპებში და იქმნება დაძაბულობა“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
მისი თქმით, ახალმთვარეობა დაიწყო 4 დეკემბერს და 6 დეკემბრამდე გასტანს. როგორც ასტროლოგი ამბობს, ამ პერიოდში აგრესიულობა ადამიანებში მატულობს და გვიზიარებს რჩევებს:
„მოდის უარყოფითი და მაცდუნებელი ენერგია - ვინ როგორ გაუძლებს ამ დღეებს, ზოგი შეიძლება ჭკუიდან გადადგეს, მატულობს ფსიქიატრიული დაავადებების შემთხვევები.
ძაღლები და სხვა ცხოველები აგრესიულები ხდებიან, ასევე ცუდად სძინავთ ადამიანებს. მატულობს პროვოკაციების ტენდენცია და აგრესიულობა, არ აჰყვეთ ცდუნებებს.
მოსალოდნელია ტყუილები, არ გასცეთ არავითარი დაპირებები და ყველაფერი ინფორმაცია რასაც მიიღებთ გადაამოწმეთ. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულების დადება, მაგრამ თუ სხვა გზა არ გაქვთ კარგად გადაამოწმეთ.
ახლა მზე შესულია ანტრესის ვარსკვლავთან ურთიერთობაში, ეს არის იშვიათი მოვლენა. ეს ვარსკვლავი არის სიბნელის ვარსკვლავი და ითვლება, რომ ის არის ვამპირი პლანეტა, რომელიც სინათლით იკვებება.
მოიმატებს თქვენს ირგვლივ წუწუნა ადამიანები, მოიმატებს სარკასტული გამონათქვამები.
21 დეკემბერს კი გვაქვს მზებუდობა, ეს უკვე არის ახალი მზის დაბადების და ძველი მზის კვდომის დრო“, - ამბობს ასტროლოგი.
მიხეილ ცაგარელი გვირჩევს ამ დღეებში ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ და ვილოცოთ და დავლოცოთ სხვები, რათა მოვიდეს დადებითი ენერგიები.
იგი გვირჩევს საჭესთან სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
„მოდის ვამპირიზმის ენერგია, იყავით ყურადღებით. წყენის გადახდის ალბათობა მატულობს. გაციების ალბათობა მაღალია, ასევე სჯობს არ გაიკეთოთ ოპერაცია თუ ამის საშუალება არის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
როგორი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ნახეთ ვიდეო: 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იუპიტერი მიწის ნიშნებში - „გრძელვადიანი მიზნები რეალობად იქცევა“