Digest Logo

„ახალი წლისთვის მზადება მხოლოდ საჩუქრების არჩევა და სადღესასწაულო სუფრის დაგეგმვა არ არის“ - სად დავდგათ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით

1764915476
2026 და ნაძის ხე

ახალი წელი ყოველთვის პატარა სასწაულია და მისი დასაწყისი ხშირად ნაძვის ხის ანთებას უკავშირდება. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნაძვის ხის დადგმა, არამედ ამის სწორად გაკეთებაც: აირჩიეთ იღბლიანი დღე, იპოვეთ იდეალური ადგილმდებარეობა და შეარჩიეთ ფერები, რომლებიც სახლს ჰარმონიას, წარმატებას და კომფორტს მოუტანს. 2026 წელს, ცეცხლის ცხენის წელს, ნაძვის ხის მორთვა შეიძლება ნამდვილ იღბლიან რიტუალად იქცეს.

სად დავდგათ ნაძვის ხე 2026 წლის ენერგიის გასაძლიერებლად - აღნიშნულ თემაზე რეკომენდაციებს ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი გასცემს:

„ამბავი ნაძვის ხით გააქტიურებისა!

ახალი წლისთვის მზადება მხოლოდ საჩუქრების არჩევა და სადღესასწაულო სუფრის დაგეგმვა არ არის.

ფენ-შუის თვალსაზრისით, სწორედ საახალწლო ნაძვის ხე შეიძლება გახდეს ძლიერი ენერგეტიკული აქტივაცია სახლში.

თუ მას სწორ სექტორში დადგამთ და ხელსაყრელ დროს მოათავსებთ, ის 2026 წელს შეიძლება მიიზიდოს იღბალი, ახალი შესაძლებლობები და ფინანსური ზრდა.

მოდით დეტალურად განვიხილოთ რატომ არის მნიშვნელოვანი ნაძვის ხისთვის სექტორის ფენ-შუის მიხედვით შერჩევა.

მანათობელი გირლანდები, სინათლე, კაშკაშა სათამაშოები - ყველაფერი ეს ააქტივირებს ცი ენერგიას.

როდესაც ნაძვის ხე სახლში ხელსაყრელ სექტორში დგას, ის კარგ წლიურ და თვიურ ენერგიებს აძლიერებს.
 
მუშაობს ასე:

✅იზიდავს ახალ შესაძლებლობებს;

✅აძლიერებს ფინანსურ ნაკადებს;

✅ეხმარება ურთიერთობების ჰარმონიზებას;

✅აუმჯობესებს განწყობას და საერთო ენერგიას სახლში

მაგრამ თუ ნაძვის ხეს უარყოფით სექტორში დადგამთ, შესაძლოა შემთხვევით პრობლემური ენერგია „გამოაღვიძოთ“, ამიტომ მნიშვნელოვანია სახლში სექტორების განლაგების გათვალისწინება.

დეკემბერში ენერგეტიკულად ყველაზე წარმატებულად ითვლება შემდეგი მიმართულებები: 
 
აღმოსავლეთი - ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი:

ძალიან ძლიერი სექტორია საახალწლო აქტივაციისთვის.

მოიზიდავს ფულს, ზრდას, ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს.

ფერები და დეკორი:

• მწვანე, წითელი - იდეალური

• ნებისმიერი კაშკაშა ტონი

• გირლანდები, ბრჭყვიალა ელემენტები - ყველაფერი ნებადართული
  ნაძვის ხე აღმოსავლეთით განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც 2026 წელს ფულის იღბლის გაუმჯობესება სურს.
 
სამხრეთ-აღმოსავლეთი:

ასევე შესანიშნავი არჩევანია ნაძვის ხისთვის.

აქ ის მუშაობს განვითარებაზე, წინსვლაზე და ახალი სიცოცხლის ენერგიის შემოდინებაზე.

ფერები და სტილი:

• მწვანე, წითელი, ოქროსფერი
• ყველა მდიდარი ტონი მისაღებია
• განათებების გამოყენება ნებადართულია

ეს სექტორი აძლიერებს აქტიურობას, შთაგონებას და განახლებას. 

სამხრეთ-დასავლეთი:

საშუალო ვარიანტია.
ფერები: ვერცხლისფერი, თეთრი, ცისფერი, ლურჯი
 
დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, ჩრდილოეთი:

სიფრთხილით გამოიყენეთ.
ფერები - თეთრი, ვერცხლისფერი, ლურჯი
განათება - ზომიერი
თუ ნაძვის ხის უკეთეს სექტორში მოთავსების შესაძლებლობა არ გაქვთ, აქაც გამოდგება.
 
ჩრდილო-აღმოსავლეთი, სამხრეთი:

დეკემბერში ამ სექტორებში ფეთქებედი ენერგიაა. თუ მაინცდამაინც აქ დგამთ ნაძვის ხეს, აირჩიეთ მშვიდი ტონები: (ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ბეჟი).

• მოერიდეთ წითელ ფერს, ჭარბ განათებას, სანთლებს და ხმაურიან ელემენტებს.
 ეს სექტორები მხოლოდ ბოლო ვარიანტში აირჩიეთ...“, - წერს თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცვლილებები ეხება როგორც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ასევე სამსახურის...“ - ასტროლოგი წლის ბოლო სავსემთვარეობაზე

„შენი ემოციები დღეს მოგებიანი ინტუიციის წყაროა...“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 5 დეკემბერს

🎥 „მნიშვნელოვანია რა ცნობიერებას ვატარებთ და იმის მიხედვით გვაქვს მიღებული სხეული“ - რა არის და რამდენი ტიპის კარმა არსებობს? ალეკო შუღლაძის განმარტება