Digest Logo

„მოძებნე ორი ლომის უახლოესი ქანდაკება, დადექი მათ შორის, დახუჭე თვალები და... სამყარო გისმენს!“ - ქეთი ოდიშელი რჩევები „ლომთა კარიბჭის“ უნიკალურ პერიოდზე

1753790265
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საინტერესო და შემეცნებით ინფორმაციას. ამჯერად მან „ფეისბუკზე“ მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც მომდევნო დღეების ასტროლოგიურ პროგნოზსა „ლომთა კარიბჭის“ პერიოდსა და მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრა.

მის განმარტებით, 2025 წლის 26 ივლისიდან 12 აგვისტომდე იხსნება განსაკუთრებული ასტროლოგიური პერიოდი - ლომთა კარიბჭე, რომლის პიკი 7-8 აგვისტოს მოექცევა. ამ პერიოდში ცაზე განსაკუთრებული ვარსკვლავი, სირიუსი ამობრწყინდება, მძლავრი ენერგეტიკული ნაკადი შემოვა, რომელიც სიცოცხლის განახლებისა და დიდი შესაძლებლობების დრო იქნება. ეს არის იდეალური მომენტი სულიერი ცვლილებებისთვის, წინსვლასა და საკუთარი ძალების გააქტიურებისთვის.

„ნულოვანი დღის შემდეგ (იყო 25 ივლისს) გავდივართ მნიშვნელოვან პერიოდს, აქ მოგიყვებით ცოტა უფრო სიღრმისეულად, თუ რა ხდება ამ პერიოდში, რომლის პიკი. არის წელს 7-8 აგვისტოს, ეს იქნება, თვის ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღე!

ლომს შეუძლია მზეს თვალი გაუსწოროს, მზე მის თვალებში ცეცხლოვანი სიკაშკაშით აირეკლება.

მაშ ასე, 26 ივლისიდან 12 აგვისტომდე ყოველწლიურად იღება ლომთა კარიბჭე, პიკი, ამ პერიოდში მძლავრი ენერგეტიკული ნაკადის შემოსვლისა არის 8 აგვისტოს.

რატომ ჰქვია ამ დროის ინტერვალს ლომთა კარიბჭე?

დავიწყოთ ეგვიპტიდან... უკავშირებენ ამ ყველაფერს, ფიქსირებულ ვარსკვლავ სირიუსს. (სირიუსი მზეზე 25-ჯერ უფრო კაშკაშაა.

ზოგადად, ფიქსირებული ვარსკვლავების გავლენა ნატალურ რუკაში ძალიან დიდია, ისინი თავისი შინაარსიდან გამომდინარე მძლავრ ენერგიას იძლევიან, რომელიც ვარსკვლავის ბუნებიდან შესაბამისად, ხშირად კარდინალური ჯვრის ნიშნებზე ან მნიშვნელოვან პლანეტებთან მოხვედრისას, ათმაგი ელფერით გამოხატულ, (ხანდახან მოცემულ ნიშანთან რადიკალურად განსხვავებულ) სურათს იძლევა, თუმცა ფიქსირებული ვარსკვლავების თემას სხვა დროს შევეხები უფრო ვრცლად.

კონკრეტულად სირიუსს იუპიტერის და მარსის ბუნებას მიაწერენ ხშირად, მისი მახასიათებელია: დიდი ამბიციები, სიამაყე, პატივმოყვარეობა და ძალაუფლების სიყვარული, დიდებულება.

ის იძლევა ასევე: პრესტიჟს, ავტორიტეტს, სიმდიდრეს, სიფიცხეს (ბრაზი), ვნებას, ცნობადობას, ერთგულებას, თავის გავლენით მართულებს კი აქცევს მცველებად, კურატორებად და მფარველებად.

ის მოასწავებს საფრთხეს ძაღლის ნაკბენისგან.

მას ძველ წყაროებში გამოსახავენ მონადირე ძაღლად, ან პატარა ქალწულად. ის იძლევა ჰაერის სულებისა და ადამიანთა კეთილგანწყობას, ცნობადი ადამიანების დამშვიდებისა და მათზე გავლენის უნარს.

სირიუსი ითვლება კეთილისმყოფელ ვარსკვლავად. (კირჩხიბის 23°)

ამ ვარსკვლავის გამოჩენა ცის კაბადონზე ემთხვეოდა მდინარე ნილოსის ადიდებას, ამგვარად ძველ ეგვიპტეში სჯეროდათ, რომ სწორედ ის იხსნიდა ხალხს გვალვისგან და შიმშილისგან.

ლომის პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი წვიმების სეზონს უკავშირდებოდა. ლომი ყოველთვის ასოცირდებოდა მზესთან და აღდგომას განასახიერებდა სიმბოლურად.

ახალი წლის დადგომისას ეგვიპტელები ორი მზის ამოსვლას ეგებებოდნენ: ერთი - ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავი - მზე, რომელიც ფარაონის დიდებულებას განასახიერებდა და მეორე - ვარსკვლავი სირიუსი (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი) ცის კაბადონის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

ახალი წლიდან (26 ივლისიდან) მზესთან ერთად ამობრწყინდება სირიუსის ვარსკვლავიც, (კოსმოსური ამოსვლა), ორი კვირის შემდეგ კი, სირიუსი მზის ამოსვლამდე ამოცურდება ცის კაბადონზე (ხდება ვარსკვლავის ჰელიაკალური ამოსვლა).

პერიოდს ამ შორეული, დიდებული ვარსკვლავის კოსმოსურ და ჰელიაკალურ ამოსვლას შორის დაარქვეს „ლომთა კარიბჭე“.

სირიუსი ეს არის დიდებული ზეციური ქალღმერთი სოპდეტი, იგივე ისიდა, (სწორედ ისიდაა გამოსახული ფოტოზე, ყურადღება მიაქციეთ 5-ქიმიან ვარსკვლავს, ამიტომ თილისმად გამოიყენეთ ამ პერიოდში ვარსკვლავის სიმბოლო) სოტისი, შავი კიბელე, რომლის სადიდებლად ტამპლიერებმა გადმოცემის თანახმად შუა საუკუნეებში ტაძრები ააგებს მთელს ევროპაში.

მოგვიანებით კი ქრისტიანულ სამყაროში შეიძლება პარალელებს შეხვდეთ სირიუსსა და ქალწულ მარიამთან, რომელმაც სამყაროს მესია მოუვლინა.

გიზის პირამიდასთან არსებული სფინქსი საუკუნეების განმავლობაში მდუმარედ ინახავს ვარსკვლავების საიდუმლოს.

კარიბჭის გახსნისას, ჩვენი მზე მუდამ სფინქსსა (როგორც ლომის თამნავარსკვლავედის სიმბოლო) და ორიონის თანავარკვლავედს შორის იმყოფება, მისკენაა მიმართული ამ დიდებული არსების მზერა, რომელსაც აქვს ადამიანის თავი და ლომის ტანი.

არავისთვის არ არის სიახლე, რომ მთავარი პირამიდები, ორიონის ვარსკვლავური სარტყლის შესაბამისადაა განლაგებული. ორიონს უკავშირებენ ოსირისს, სოტისის მეუღლეს (ძმას) ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავის, სასიცოცხლო ენერგიის ცენტრალური ფიგურის - მზის მამას.

ხვდებით ამ ყველაფერს საით მივყავართ?

ვეცდები კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიო თქვენთვის და ჩვენი ეგვიპტის ტურის ფარგლებში, უკვე ადგილზე მოგიყვებით ჯადოსნურ ვარსკვლავურ ამბებს.

ეგვიპტური მისტერიები 

„აგვისტოს მართავს ლომი, ეს არის სირიუსის - ქოფაკის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავის თვე, ამიტომ არსებობს მჭიდრო კავშირი სირიუსსა და ლომს შორის. კოსმოსური გაგებით ( ჩვენი მზის სისტემისგან დამოუკიდებლად) ლომს მართავს სირიუსი... როდესაც ჩამოყალიბდება და შევა ძალაში ახალი მსოფლიოს რელიგია, აღმოვაჩენთ, რომ მთავარი ყოველთვიური მოვლენა სავსემთვარეობა აგვისტოში, მიეძღვნება იერარქიის დაცვით, სირიუსის ძალასთან კონტაქტის დამყარებას. დროთა განმავლობაში, წლის ყოველი თვე მიეძღვნება (ზუსტი ასტრონომიული და ასტროლოგიური ცოდნის წყალობით) იმ თანავარსკვლავედს, რომელიც მართავს მოცემულ თვეს, ისე, როგორც სირიუსი მართავს ლომს“. წერს ელის ბეილი. („ტრაქტატი შვიდი სხივის შესახებ“. )

არსებობს ლომთა კარიბჭის შესახებ სხვა მოსაზრებებიც:

ძველ ეგვიპტეში მიწისა და მიწისქვეშა სამყაროს ღმერთი აკერი განაგებდა, ის იყო მზის კარიბჭის მცველი, გამოისახებოდა ორი ტყუპი ლომის სახით: პირველის სახელია დუაჯი, („გუშინ“) მეორის - სეფერი („ხვალ“) ამიტომ ამ ღვთაებას ეძახდნენ: წინ და უკან მხედველს.

ლომები დგანან ერთმანეთთან ზურგით და მათ შორის არის მზის დისკი.

ანის პაპირუსში ვკითხულობთ კომენტარებს:

„მე მეკუთვნის გუშინდელი და ჩემთვის ცნობილია ხვალინდელი. რა არის ეს? გუშინ - ეს ოსირისია, ხვალ კი - რა.“

„დადგება მომენტი, როდესაც რა და ოსირისი გაერთიანდებიან, შეიყრებიან რა ერთ სამეფო ტახტზე და ეს მოხდება ოსირისის აღდგომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჰორუსი დაამარცხებს სეტს და მერე ყველა სული შეუერთდება მზეს, ცას, რას სამუდამოდ. აღდგომისა და განღმრთობის ფორმულა ეს არის - „რა განისვენებს ოსირისში და ოსირისი განისვენებს რა -ში“.

როდესაც გავდივართ ლომთა კარიბჭეს, ჩვენ ვიმყოფებით წარსულსა და მომავალს, გუშინდელსა და დღევანდელს შორის, აღმასვლასა და ჩასვლას, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის, მაგრამ გარდაცვალება მუდამ ახალ სიცოცხლესთანაა კავშირში, ლომი როგორც სულიერი და ფიზიკური ძალის სიმბოლო, ასევე მუდამ კავშირშია სიცოცხლის განახლებასთან. სირიუსიდან შემოსული ენერგიის ნაკადი ერთგვარი ინფორმაციული გადატვირთვაა, ის არ შეიძლება იყოს გამანადგურებელი.

ელენა ბლავაცკაია წერდა, რომ სირიუსზე იმყოფება ჩვენი კარმის მეუფე.

სირიუსის ჰელიაკალური ამოსვლა ფიქსირდება გიზის დროის შესაბამისად (საქართველოს დროს დაახლოებით 1 სთ-ით ჩამორჩება).

სწორედ ეს წერტილი ითვლება ერთ-ერთ ავატარის კარიბჭედ (ავატარის კარიბჭეები).

გარდა ამისა ლომის მე-15 გრადუსი, ანუ წელს 7-8 აგვისტო უკავშირდება წარმართულ კელტურ ზეიმს ლუგნასადს - „ლუგის ქორწილი“, ლუგი (თარგმ: ბრწყინვალე) ეს არის სინათლის ღვთაება (ტრიქსტერის ბუნება აქვს), წლის 4 (ბორბალი) მნიშვნელოვანი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, პირველი მოსავლის დღესასწაული, შემოდგომის დადგომის დღე, მოცვის ღვეზელებს აცხობდნენ ამ დღეს.

სლავურ ტრადიციაშიც ცნობილია ეს დღე სხვადასხვა სახელით.

ამ დღეს აქტიურად ატარებდნენ სხვადასხვა რიტუალებს და თვლიდნენ, რომ ძალიან ეფექტურია მომავლის განჭვრეტა.

და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, განეწყვე, რომ შენ შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო რადიკალურად, უკეთესობისკენ!

რადგან ძველად ასეც თვლიდნენ, უბედური, წარუმატებელი ადამიანის ცხოვრებაც შეიძლებოდა შეცვლილიყო ასეთ დროს.

მოძებნე ორი ლომის უახლოესი ქანდაკება, დადექი მათ შორის, თუნდაც წარმოსახვით, დახუჭე თვალები და.....
სამყარო გისმენს...ყველაფერი გისმენს...“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 „ყველაზე ლამაზი ორსული...“ - თამთა შედანია მესამე შვილის მოლოდინშია

🎥 „ულამაზესი და უსაყვარლესი“ - მანუ მურღულიას ახალმა ვიდეომ სოცქსელი დაიპყრო

🎥 „ყარს აქაურობა...შევარდნილა კატა, რომელიც მოკვდა...“ - სახალხო კონტროლმა თბილისში კრიტიკულად მძიმე კვების ობიექტი აღმოაჩინა