Digest Logo

🎥 „ყარს აქაურობა...შევარდნილა კატა, რომელიც მოკვდა...“ - „სახალხო კონტროლმა“ თბილისში კრიტიკულად მძიმე კვების ობიექტი აღმოაჩინა

1753771513
სახალხო კონტროლი

გადაცემა „სახალხო კონტროლი“ და მისი წამყვანები: მადონა კოიძე და ლიზა ვადაჭკორია თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე „ინდურ სამზარეულოს“ ესტუმრნენ, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.

„სუნთქვა, ფიზიკურად შეუძლებელია. ძალიან მძაფრი და მძიმე სუნი არის. საშინელი სუნი დგება სადარბაზოში. შევარდნილა კატა, რომელიც მოკვდა. აქ ყველაფერი საშინელება არის. კანალიზაცია გაჭედილია, ყარს აქაურობა. რაც გვითხრეს, იმაზე უარესი სიტუაცია დაგვხვდა.

ამ კვების ობიექტზე მოგვიყვანა წერილმა, სადაც ეწერა, რომ  მოსახლეობა კვამლითა და სუნით იყო შეწუხებული. გვენახა ეს ობიექტი და რაღაც ზომები მიგვეღო.

აქ არის საცხოვრებელი სახლი, სადაც პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო. ადამიანები, ვერ სუნთქავენ ნორმალურად და შეწუხებულები არიან ჰაერით“, - ამბობენ გადაცემის წამყვანები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ რჩება - „გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე დავიწყებ და იმედია, სეზონისთვის მზად ვიქნები“

⭕ „ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას“ - სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება

⭕ გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა