Digest Logo

„მოემზადეთ სავსე მთვარის პიკი იქნება 22:31 საათზე“ - გიორგი ლობჯანიძე

1690810712
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე პირველი აგვისტოს სავსე მთვარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს ზაფხული ძალიან კარგია ძველი საქმეების დასასრულებლად.

„ზაფხულის სეზონის მიწურული თვეც იწყება და პირველივე რიცხვში სავსემთვარეობა გვაქვს. სანამ ამაზე რამეს ვიტყოდე, იქამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

კოსმიური გარემო ადამიანის თვალისთვის ბოლომდე, ჯერ კიდევ, ამოუხსნელია. შესაბამისად, შემოქმედის ეს ქმნილება სხვადასხვა მექანიზმებით და ტრაექტორიებით გვესაუბრება. მიმდინარე ზაფხული გადასარევია მხოლოდ და მხოლოდ ძველი საქმეების მოგვარება-აღდგენისთვის ან რელაქსისთვის.

არის მომენტი, როდესაც მზის გალაქტიკაში პლანეტები იწყებენ უკუსვლას, ანუ რეტროგრადულობას. პლანეტის უკუსვლა ეს დედამიწიდან აღიქმება, როგორც ილუზია, რეალურად კი დედამიწასა და სხვა პლანეტების ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე იცვლება, ნელდება, ამ ნელ ფაზას კი ეწოდება უკუსვლის ფაზა, რადგანაც პლანეტა დინამიკური პედისტალიდან სტატიკურზე გადადის თვითდაკვირვების პრინციპი აქვს ჩართული, რასაც უკუსვლას ვუწოდებთ.

ეს ზაფხული კი ასეთი მოძრაობის ფორმებიდან გამომდინარე არ ვარგა დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეებისთვის, განიტვირთეთ, კარგი დროა გეგმების დასახვისთვის და ძველ საკითხებზე მუშაობისთვის.
მოიცილეთ ის საგნები და ყველა ჭუჭყი, რაც ხელს გიშლით განვითარებისთვის. სავსე მთვარის პიკი იქნება 22:31 საათზე. ერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, დაუთმეთ დრო მეტ მხიარულებას და პოზიტივს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, დაპირისპირებები, აგრესია“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

🔵 „ბედნიერებაა თქვენი ყურება“ - ირაკლი მაქაცარია ოჯახთან ერთად ისვენებს