
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წლის ბოლო მთვარის დაბნელების შესახებ წერს, რომელიც 7 სექტემბერს იქნება.
რას უნდა ვერიდოთ ამ პერიოდში და როგორ იმოქმედებს ეს პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებზე, ამის შესახებ იგი რჩევებს გვიზიარებს.
„მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით, ვნახოთ რა მინიშნებებს გვაძლევენ ვარსკვლავები თითოეული ზოდიაქოს ნიშანს.
7 სექტემბერს, #სავსემთვარეობა გვაქვს თევზების მე-16 გრადუსზე, 22:08 სთ-ზე (დაბნელება კი დაახლოებით 19: 30 იწყება და დღის ბოლომდე გასტანს).
სავსემთვარეობა ეს არის შედეგების, ნაყოფის გამოღების პერიოდი, ამ დროს გამძაფრებულია მგრძნობელობა, იზრდება კონფლიქტების, ავარიულობის, ფსიქიკური სახის და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემები უფრო აქტიურდება და ათჯერ უფრო მეტად გამოხატულია ეს ყველაფერი დაბნელებების დროს.
შეგახსენებთ, რომ პროგნოზი იქნება ზოგადი. P.S. ასევე დაბნელებების დერეფანს ეფექტურად გამოვიყენებთ ცხოვრების დასალაგებლად.
სავსემთვარეობა თევზების მე16 გრადუსში გვაქვს, ამიტომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუკაში აქვს ასცენდენტი (კარდ. ჯვრის სხვა წერტილები) ან პირადი პლანეტები (თევზების, ასევე ქალწულის 12-20 გრადუსებში) უფრო გამოხატული იქნება ცვლილებები მითითებულ თემებში, ასევე შეეხებათ ცოტა მეტი სირთულით ტყუპებსა და მშვილდოსნებს.
2020 წლის დეკემბერმა საფუძველი ჩაუყარა ახალ, ფუნდამენტურ ცვლილებებს, გადახედეთ ცხოვრებას მანამდე და მერე! (კონკრეტულად პანდემიაზე არ ვსაუბრობ)
ყველა მომდევნო წელი დღემდე, გარკვეულწილად გარემოსთან, ცვლილებებთან ადაპტირების საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, ამიტომ მიმდინარე ციკლის დასასრული (კარმული კვანძები თევზები-ქალწულის ღერძზეა) აისახება გლობალურად, როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე თითოეული ინდივიდის პერსპექტივებზე.
2020 წლის მესიჯებს უკვე გაამყარებს 2026 წლის თებერვლის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, აი ამ პერიოდიდან უკვე დაიწყება ნელ-ნელა დასტაბილურება, კალაპოტში ჩაჯდომა!
საქართველოსთვის ეს პერიოდი
ცოტა საფრთხილოა, იქნება გარკვეული რყევებიც, თუმცა წელს ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ველოდები არც „ზევით” არც „ქვევით”, თუმცა კრიზისების გზას კი გავდივართ, ოღონდ ეს გზა ახლა არ დაგვიწყია, ამიტომ დიდად მტკივნეული არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ დაბნელება რა ზონასაც მოიცავს ხოლმე, იმ ქვეყნებში უფრო მეტად არის გამოხატული ცვლილებები (ნებისმიერი თემით).
ზოგადად, დიდ პოლიტიკურ თემაში ქაოსი არის და გრძელდება. რუსეთ-უკრაინის თემაზეც იქნება ცვლილებები.
განსაკუთრებით კი გირჩევდით ფინანსურ საკითხებთან სიფრთხილეს, რადგან არასტაბილურობაა წლის ბოლომდე (დოლარი ერთ ადგილს ათამაშებს).
გადახედეთ თქვენს ცხოვრებას 2006 წლის მეორე ნახევარს, რა ხდებოდა მაგ პერიოდში?
2006 წელს 7 სექტემბერს იყოს მთვარის დაბნელება სწორედ თევზების 16 გრადუსზე (რა თქმა უნდა პლანეტების განსხვავებული კონფიგურაცია იყო და შინაარსი იდენტური არ იქნება, მაგრამ საკვანძო საკითხებით მიხვდები რა თემა შეიძლება გახდეს აქტუალური).
ვერძი
იზოლაციის დასასრული. მედიტაციური მდგომარეობა. ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. რაღაც ინფორმაციას ფარდა ეხდება.
კურო
სოციალური თემების, ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის აქტუალიზაცია. მეგობრების თემას მიაქციეთ ყურადღება. ღონისძიებებზე თქვენს მიმართ ყურადღება მატულობს.
ტყუპები
კარიერულ ასპარეზზე, ასევე შესაძლოა სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები. მეტი ყურადღება დაუთმეთ საბუთებსა და მეტად იყავით ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე.
კირჩხიბი
ცვლიებები განათლების, უცხოეთის თემასთან დაკავშირებით. შესაძლოა მოგზაურობაც მოგიწიოთ. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერ სფეროს, როგორც პირად ასევე საქმიან კავშირებსაც. გამოიყენეთ ეს რამდენიმე თვე ეფექტურად!
ლომი
მემკვიდრეობასთან, კრედიტის თემასთან, დიდ ფინანსებთან, ღრმა ფსიქოლოგიურ თემებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. თქვენ ჩახურავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან თავს, მოემზადეთ ახალი სტარტისთვის!
ქალწული
პარტნიორული საკითხების წინ წამოწევა, როგორც პირად-სასიყვარულო, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული. ახლა შესაძლოა, დაიდოს შედეგებიც, თუმცა გარკვეული იმედგაცრუებებია მოსალოდნელი თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან, მოკლედ რომ ვთქვათ მათ, ჭეშმარიტ სახეს ახლა კარგად დაინახავთ.
სასწორი
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს (შესაძლოა გამოჯანმრთელება). ან გარკვეული ყოფითი და სამსახურებრივი საკითხების, ჩვევების ცვლა. შესაძლოა ახალი ოთხფეხა ბინადარიც.
მორიელი
ბავშვებთან დაკავშირებული თემის აქტუალიზაცია. შემოქმედებითი უნარები მეტად იჩენს თავს, ასევე რომატიკულ ვნებათაღელვაში მოექცევით, ძველმა გრძნობებმა შეიძლება თავიდან იფეთქონ!
მშვილდოსანი
სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან დაკავშირებული თემების ეპიცენტრში ხართ, შესაძლოა, ბიზნესკუთხით, რემონტის სახით ან სულაც ახალი ბინადარი ოჯახში.
თხის რქა
კომუნიკაციებით დახუნძლული პერიოდი. შედეგები მეზობლებთან, ნათესავებთან, და-ძმებთან მოლაპარაკებებში ან დავების პროცესების დასრულება. მგზავრობები და სწავლის საკითების აქტუალიზაცია.
მერწყული
ფინანსებთან დაკავშირებული თემა აქცენტირებულია. შესაძლოა, მიიღოთ ფულადი ჯილდო, გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყაროები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პერიოდი არის თქვენთვის მოსამზადებელი, ახლა თქვენ მოთელვებსაც გადიხართ.
თევზები
ცვლილებები შესაძლოა, ნებისმიერ სფეროს მოიცავდეს, დაწყებული ჯანმრთელობით, იმიჯით დასრულებული ზოგადად ურთიერთობების კუთხით. იყავით ყურადღებით ახალ შემოთავაზებებთან, მოეკიდეთ ყველა საკითხს რაციონალურად, გადახედეთ წინა პერიოდსაც, შესაძლოა ეს მტკივნეული გარემოება თავის დანაკარგებით, იქცეს ყველაზე ეფექტური ტრანსფორმაციის გზად, თუმცა გახსოვდეთ, რომ ახლა ვითარების კორექცია შესაძლებელია!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა კვარაცხელიას ოჯახური იდილია - „სიყვარულითა და სითბოთი სავსე ულამაზესი ოჯახი“
🎥 ქუთაისში დააკავეს ბებია, რომელმაც 2 წლამდე ბავშვი TikTok ლაივში სცემა