Digest Logo

🎥 „მოემზადეთ, ვარსკვლავური დრო იწყება თქვენთვის... რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები“ - მიმდინარე კვირის ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1747637770
მიხეილ ცაგარელი

„სელენა - ოჯახის მფარველი ანგელოზი იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, ანუ პერიოდი ხელს უწყობს სიწმინდეების დაცვას, ეროვნულ, პატრიოტულ სულისკვეთებას აძლიერებს.

მთვარე გადის მერწყულს, რაც ხელს  უწყობს ემოციურ სტაბილურობას და განწყობას.

ვენერა ვერძშია, ამიტომ ძალიან ვნებიანი სასიყვარულო პერიოდია, თუმცა კამათისადმი მიდრეკილებით“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი - გეწყებათ მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების პერიოდი. ცეცხლოვანი ენერგია თანდათან მოიმატებს, შესაძლებლობები ძალიან ურთიერთობების დამყარების მოგეცემათ. ტონუსი მოგემატება, გააქტიურდები, ჯანზე მოხვალ და ისე აღარ დაიღლები, როგორც წინა პერიოდში. 

კურო -  ჯერ კიდევ ინარჩუნებს ენერგოტონუსს კურო, კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალ პროექტებში თუ ჩაერთვებით კარგია, ინვესტიციები იქნება მოგებიანი. პერიოდი მთლიანობაში კარგია ყველა სახის საქმისთვის.

ტყუპები - მზე გადადის მის ზოდიაქოში, ამიტომ ახლა მათი დროა,  ვერ გააჩერებთ ტყუპებს. მოემზადეთ, ვარსკვლავური დრო იწყება თქვენთვის. რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები აწარმოვეთ. იდეების რეალიზაცია, შარმი, მიზიდულობა, ენერგოტონუსი მოიმატებს. 

კირჩხიბი - ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია, რაშიც ხელს შეგიწყობთ თქვენი პირადი, სასიყვარულო და საქმიანი კონტაქტები. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, სიახლეების დასაწყებად კარგი პერიოდია, ამიტომ იაქტიურეთ. 

ლომი - ინტერნეტი და რეფორმები ახლა თქვენთვის კარგია, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მოიმატებს, გახდებით ენერგიული, აქტიური, წარმატების ფაქტორები მოიმატებს, შექმნით ახალ მეგობრულ წრეებს. ფინანსური, პირადი და სამსახურებრივი კუთხით ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. 

ქალწული - კარიერული განვითარების დროა! თუ გაქვთ კარგი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან - ყველა მხრიდან ხელს შეგიწყობენ, რომ წინ წახვიდეთ. წარმატებული იქნება შეხვედრები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება. 

სასწორი - გამოცოცხლდებით, განწყობა გაუმჯობესდება. რაც შეიძლება მეტი კონტაქტები უცხოელებთან, მეტი მგზავრობა-მოგზაურობა - აი, ეს არის წარმატების ფორმულა. 

მორიელი - საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ, თუ რამე პრობლემა, სირთულეები, გადაუწყვეტი საკითხები გქონდათ, ყველაფერი ამ კვირაში დალაგდება, ზედმეტი ჩხუბის და კონფლიქტების გარეშე. თქვენი შეუპოვრობა, ნებისყოფა, მოთმინება, შრომისუნარიანობა მოგცემთ გადასარევ შედეგებს ფინანსური კუთხითაც, იდეების რეალიზაციის კუთხითაც. 

მშვილდოსანი - პარტნიორული ურთიერთობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე კვირაში. შემოქმედებითი ნიჭის და უნარის დროა, ამიტომ გამოავლინეთ შესაძლებლობები. ოპტიმიზმი, ენერგია, გონებამახვილობა გაიზრდება. 

თხის რქა - საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ნებისყოფა, მოთმინება წინა პლანზე მოდის. თუ რამე პრობლემა იყო, დაულაგებელი საკითხები - ამის დალაგების დროა. გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პერიოდია. 

მერწყული - გეწყებათ ძალიან კარგი პერიოდი, ფინანსური, შემოქმედებით კუთხით. ენერგოტონუსი მოიმატებს, მგზავრობა მოგზაურობაში ხელი შეგეწყობათ. წარმატებას მოგიტანთ ლატარიაში მონაწილეობა. ეს ნეტარება 20 ივნისამდე გაგრძელდება. 

თევზები - საკმაოდ კარგი კვირაა, ენერგოტონუსი მაღალია. კონტაქტები, შეხვედრები, დახმარება სხვათა მხრიდან იქნება ძალიან კარგი. საექიმო სფეროში და პედაგოგიური კუთხით იქნებით ძალიან წარმატებული“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დიდი კოსმოსური მასწავლებელი კვირას გადავა ვერძის ზოდიაქოში, უერთდება პლანეტა ნეპტუნს, რაც არის რელიგია, ამიტომ...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისგან

🎥 „ვისაც არ ჰყავს პარტნიორი, სასიკეთო პერიოდია...“ - ანზორ ოდიშარია გამოწვევებზე, რაც ცეცხლის ნიშნებს მიმდინარე კვირას შეხვდებათ

„ძალიან გვაკლიხარ და მოგვენატრე“ - ლელა მებურიშვილი უახლეს ფოტოებს გვიზიარებს