❤️🏹 რას მოგვიტანს ვენერას მშვილდოსანში გადასვლა | როგორ აისახება მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
„ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა, კვირას 30 ნოემბერს დილით, გადადის მშვილდოსნის ნიშანში და 25 დეკემბრამდე იქ იქნება.
ეს პლანეტა არის სიყვარულის მმართველი პლანეტა და შესაბამისად, იცვლება სასიყვარულო კონტაქტები. მოიმატებს ერთობლივი მგზავრობა მოგზაურობის სურვილი, ასევე უფრო მეტად წამოვა სიმსუბუქე ადამიანებში.
ეცადეთ კვირა დღემდე იყოთ ფრთხილად, რადგან ახლა კოსმოსი გვიწყობს დიდ გამოცდას პირად სასიყვარულო კუთხით.
ვენერა დღეს, ხვალ და ზეგ ხვდება მორიელის ბოლო გრადუსებში შავ მთვარეს. მატულობს ცდუნებები და იყავით ფრთხილად. ასევე ეს მოვლენა ცოლქმრულ ურთიერთობებსაც უწყობს გამოცდებს, რამდენად ჭეშმარიტი და მყარია თქვენი ურთიერთობა. მოერიდეთ ახალ ურთიერთობებს.
მოიმატებს სექსუალური ძალადობის ალბათობა, ასევე სექსუალური ეჭვიანობის ნიადაგზე მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა“, - ამბობს ასტროლოგი.
ასევე როგორც იგი ამბობს, მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, სარკასტული გამონათქვამები, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული კონფლიქტები.
„ფრთხილად იყავით მეგობრებთან, ეს 3 დღე (პარასკევი, შაბათი, კვირა) არავითარი სესხი არ გინდათ, ასევე არ ჩარიოთ მეგობრები თქვენ პირად ურთიერთობებში ზედმეტად.
შესაძლოა მეგობარმა გაგაცნოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც შემდეგ ჯვარს გაცმევთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგი გვირჩევს კვირის ბოლომდე თავი შევიკავოთ ფინანსური ვალდებულების, როგორც აღებისგან, ასევე გაცემისგან.
როგორი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ნახეთ ვიდეო: 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ მოიკლა თავი იუდამ და რატომ ვერ უძლებს ადამიანი ამპარტავნებას? - გურამ ოთხოზორიას განმარტება
⭕„არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი