„ბიოლოგიური განგაშის“ ფენომენზე მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, სხეულის მრავალი უსიამოვნო შეგრძნება ხშირად აღიქმება როგორც სისუსტე ან უცნაურობა, სინამდვილეში კი ეს არის ორგანიზმის დაცვის მექანიზმი, რომელიც ადამიანს მიუთითებს არასასურველ გარემოზე ან ტოქსიკურ ადამიანზე.
მსხილაძე რამდენიმე ტიპის სიმპტომს გამოყოფს და მათ ენერგეტიკულ-ბიოლოგიურ ინტერპრეტაციასაც სთავაზობს მკითხველს:
გაყინვა და შეკუმშვა – მისივე თქმით, ხელ-ფეხის გაჰყინვა, კუნთების დაჭიმვა და ზედაპირული სუნთქვა ელენთის რეაქციაა „მტრულ აურაზე“. ორგანიზმი ამ გზით კეტავს „ენერგეტიკულ ფორებს“ და აფრთხილებს ადამიანს, რომ გარემო უსაფრთხო არ არის.
თავბრუსხვევა და გონების დაბინდვა – როგორც ის მიუთითებს, ეს ხდება მაშინ, როცა „თავის ენერგეტიკული ცენტრები“ გადატვირთულია ქაოსური გარემოთი ან არეული ადამიანების გავლენით.
გულისრევა და კუჭის სპაზმი – ექსპერტის ახსნით, თუ ადამიანი „შენი ფრაქტალი არ არის“, სხეული მას ენერგიულად ვერ „ინელებს“, რასაც დისკომფორტი და გულისრევა შეიძლება მოჰყვეს.
უეცარი დაღლილობა – მისი თქმით, ენერგიის მოულოდნელი კლება გარემოსგან ან ადამიანებისგან გამოწვეულ ენერგიულ გამოფიტვას უკავშირდება.
ყელის ჩაკეტვა და ხმის შეცვლა – მსხილაძის განმარტებით, ეს თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი „არასწორ აუდიტორიაში“ იმყოფება და სხეული ბლოკავს სიმართლის თქმას.
მეტაფიზიკოსი ადამიანებს „გამყარების პროტოკოლსაც“ სთავაზობს, რათა გაარჩიონ, არის თუ არა ეს რეაქციები ფსიქოლოგიური მდგომარეობა თუ სხეულის ალარმა.
მისი რეკომენდაციებია: პრობლემური გარემოდან დროებით ფიზიკური გამოსვლა, 20-წუთიანი პაუზა და შემდეგ ხელახალი დაბრუნება. თუ სიმპტომი თავიდანვე ბრუნდება, მსხილაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ გარემო ადამიანს „არ უხდება“.
„სხეული ყველაზე ზუსტი ინსტრუმენტია. უბრალოდ უნდა მისცეთ უფლება, რომ გიკარნახოთ, სად ხართ უსაფრთხოდ და სად, არა“, - აცხადებს ვატო მსხილაძე.