Digest Logo

„მოერიდეთ დაპირებებს, მათი შესრულება რთული შეიძლება აღმოჩნდეს“ - 19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1766088219
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 19 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:

„ჰოროსკოპი 19 დეკემბრისთვის

მთვარის დღე: 28 / 29

მთვარის ფაზა: კლებადი მთვარე მშვილდოსანში

ვერძი

დღე გაატარეთ აქტიურად: იმოძრავეთ, შეხვდით ადამიანებს, იურთიერთეთ, გააფართოვეთ წრე. ერთ-ერთმა ნაცნობმა შეიძლება შემოგთავაზოთ მოგებიანი თანამშრომლობა ან საინტერესო იდეა. თქვენი ოპტიმიზმი დაგეხმარებათ დღით სიამოვნების მიღებაში.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, პრობლემები დაუყოვნებლივ მოაგვაროთ და არ გადადოთ. მოერიდეთ დაპირებებს — მათი შესრულება რთული შეიძლება აღმოჩნდეს. ურთიერთობებში იყავით რბილი და ნაკლებად კრიტიკული. შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე ახალი ან დაფიქრდეთ ძველ იდეებზე.

ტყუპები

ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოჩენის. ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს და მოერიდეთ სიმკაცრეს. უმჯობესია, კონტაქტები დღეს შეზღუდოთ.

კირჩხიბი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. მიხედეთ გადადებულ საქმეებს. ენერგია მაღალ დონეზეა — გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა შედეგების მისაღწევად. მოსალოდნელია მოულოდნელი შემოსავალი. საღამო სასიამოვნოდ გაატარეთ.

ლომი

ნუ მოახდენთ ზეწოლას სხვებზე და ნუ მოახვევთ საკუთარ აზრს. მეტი მიიღწევა, თუ იქნებით მომხიბვლელი და თბილი. უთხარით კომპლიმენტები საჭირო ადამიანებს. მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრა.

ქალწული

დაიკავეთ დამკვირვებლის პოზიცია და ნუ ჩაერევით მოვლენებში — ჩარევამ შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს. იყავით უფრო გახსნილი ემოციებში. გულწრფელი საუბარი ახლობლებთან დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სასწორი

დღე წინააღმდეგობრივი ენერგიებით მიმდინარეობს — კონცენტრაცია რთულია. ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს. სანამ საბოლოო პასუხს გასცემთ, მეტი ინფორმაცია მოაგროვეთ.

მორიელი

დღე მშვიდად და მოდუნებულად გაატარეთ. აირჩიეთ მარტივი, ნაცნობი საქმეები. უმჯობესია, უარი თქვათ მიწვევებზე და დარჩეთ სახლში. თქვენი აზრი დღეს ჯობს შეინახოთ — ხვალ სიტუაცია შეიცვლება.

მშვილდოსანი

დღის დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ხშირად დაისვენეთ და არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში, თუ არ გთხოვენ.

თხის რქა

მნიშვნელოვანი საუბრები და სამუშაო საკითხები გადადეთ ხვალისთვის. დღეს არსებობს შეცდომის რისკი. დრო გაატარეთ მეგობრებთან — ახლობელმა შეიძლება საინტერესო იდეა გაგიზიარონ.

მერწყული

კარგი განწყობა აქტიურ და მხიარულ დღეს შეგიქმნით. შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა და რომანტიკული დასაწყისი. მიიღეთ მოწვევები — ბედი სასიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებთ.

თევზები

შესაძლოა, ერთმა ნეგატიურმა მოვლენამ განწყობა შეგიცვალოთ, მაგრამ ნუ დანაღვლიანდებით — წინ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ გელით. აკონტროლეთ სიტყვები და ნუ გააზიარებთ გეგმებს — ამის დრო ჯერ არ დადგა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამ დროს ადამიანი ამბობს - „ვიცი“... არაფერში არაფერი არ ვიცით...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„მთავარი პრობლემა იცით რა არის? არ იცის და ვერ ხვდება, რომ შეიძლება იყოს შურიანი, გულღრძო, ბოროტი და მზაკვარი“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

„მთავარი არ არის რა გაცვია, არამედ, ვის აცვია!“ - რატომ გვაღელვებს სხვების აზრი და როგორ გვმართავს სოციალური შიში?