Digest Logo

„მოერიდეთ დაუდევრობას - დღის ენერგია ცვალებადია და სწრაფად იცვლება“ - თაკო მელიქიშვილი 13 ოქტომბრის ასტროპროგნოზზე

1760364040
 თაკო მელიქიშვილ

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 13 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს:

„13 ოქტომბერი - ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზღვრების გაფართოების დღე:

დღეს მართავს ციფრი 5-ის ენერგია და მერკურის პლანეტა — რაც ნიშნავს მოძრაობას, კომუნიკაციას,  გადაწყვეტილებებსა და ახალ შესაძლებლობებს.

დღის ენერგია:

გაფართოება და ახალი შესაძლებლობები.

დღე ხელსაყრელია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, საჯარო გამოსვლებისთვის, პოსტების დასაწერად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

კომუნიკაცია — წარმატების გასაღები

იურთიერთეთ, იმეგობრეთ, გაცვალეთ იდეები — სწორედ დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.

სიმართლე და გულწრფელობა:

ყველაფერი დაფარული შეიძლება გამომჟღავნდეს, განსაკუთრებით თუ ურთიერთობაში დაძაბულობა ან კამათია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ განსჯით.

რეკომენდაცია:

ისაუბრეთ, დაამყარეთ ახალი კავშირები.

გააზიარეთ იდეები, წარადგინეთ თავი.

დაგეგმეთ ბიზნესის ან პირადი განვითარება.

გახსენით გული და მიიღეთ ახალი შესაძლებლობები.

რას უნდა მოერიდოთ:

კამათს, დისკუსიებსა და კრიტიკას.

ხელშეკრულებების გაფორმებასა და დიდ შენაძენებს.

დაუდევრობას — დღის ენერგია ცვალებადია და სწრაფად იცვლება.

გულჩაკეტილობას — დღეს აუცილებელია გახსნილობა და მოქნილობა.

ვისთვისაა დღე განსაკუთრებით წარმატებული:

ორშაბათი საუკეთესოა ციფრული კოდის 2 მქონე ადამიანებისთვის — ვინც დაბადებულია 2, 11, 20 ან 29 რიცხვში.
მათთვის რეკომენდებულია ტანსაცმელი თეთრ და ღია მწვანე ტონებში, რათა შეინარჩუნონ შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე.

დღის გზავნილი:

„ისაუბრე, იმოქმედე და გახსენი გული ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებ, შეუძლია გაგაფართოვოს და მოგიტანოს დიდი ცვლილებები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მალტის ყველაზე მაგარი დაგვირგვინება“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი

ია დუდაშვილის და რამაზ ნოზაძის პატარა სიდონია 1 წლის გახდა - „ზუსტად ამ დროს წავედით მთავარ შეხვედრაზე“

„საქალწულე აპკი - ასეთი რამ მედიცინაში/ანატომიაში არ არსებობს, ეს არის პატრიარქალური საზოგადოების სოციალურ-მორალისტური კონსტრუქტი ქალების დასაკნინებლად“ - ექიმი