ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 10 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„საერთო ენერგია - ციფრი 3
რას გირჩევთ დღე:
ისწავლეთ, მიიღეთ ახალი ცოდნა - დღე ხელს უწყობს განვითარებას.
დატკბით თითოეული წამით.
საღამოს გულით მადლობა გადაუხადეთ ყველაფერს კარგს, რაც დღეს მოხდა.
გახსოვდეთ: ცნობიერების განვითარება — ცხოვრების მთავარი მიზანია.
რას უნდა მოერიდოთ:
აზარტულ მოქმედებებს გააზრების გარეშე — ეს დანაკარგების გზაა;
დროისა და ყურადღების ფუჭად ხარჯვას;
სიზარმაცესა და უმოქმედობას;
დღეს შაბათია და განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაიბადა 8, 17, 26 რიცხვებში.
თქვენი ფერები: ლურჯი და ცისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵10 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი - „გადადეთ მოგზაურობა და არ დაქორწინდეთ“