Digest Logo

„მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას, არ ღირს პარტნიორის გრძნობებით მანიპულირება და საკუთარი სურვილების თავს მოხვევა“ - მიხეილ ცაგარელი

1670303123
ასტროლოგი მიხცეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში –  23:00-იდან 00:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს სხვათა გაკიცხვა და განკითხვა. აკონტროლეთ აგრესია და ემოციები, რადგან მაღალია ინტრიგებისა და პროვოკაციების ალბათობა.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას, არ ღირს პარტნიორის გრძნობებით მანიპულირება და საკუთარი სურვილების თავს მოხვევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ბეჟი, ყავისფერი, თიხისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი...“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა

🔵 „ეს არც ზღაპარია და არც რომანი“ – როგორ გადაარჩინა ჯამბულ ხოფერიამ უკრაინელი და ქართველი მეომრები 

🔵„სხვის ომში ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი ჩემთვის არანაირად არ არის გმირი და სამაგალითო“ - ნინო ლაბარტყავა