Digest Logo

„მოერიდეთ პროვოკაციებს, გარშემო შეიძლება იყოს ჭორები, ინტრიგები ან უსამართლო კრიტიკა“ - 25 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

1772007183
ტაროლოგიური პროგნოზი

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 25 თებერვლის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს: 

„25 თებერვალი: „ხმლების ხუთიანი“ - პრინციპების ბრძოლა

ზოგადი დღის ფონი: ოთხშაბათი რთული დღეა. „ხმლების ხუთიანი“ არის კონფლიქტის, ეგოიზმისა და „პიროსის გამარჯვების“ ბარათი. შესაძლოა, მოგიწიოთ ბრძოლა საკუთარი ინტერესებისთვის, მაგრამ დაფიქრდით - ღირს კი გამარჯვება ურთიერთობის გაფუჭებად?

მნიშვნელოვანი საკითხები: მოერიდეთ პროვოკაციებს. გარშემო შეიძლება იყოს ჭორები, ინტრიგები ან უსამართლო კრიტიკა. ზოგჯერ სჯობს გაეცალოთ სიტუაციას, ვიდრე ჩაერთოთ უაზრო კამათში. დაიცავით თავი, მაგრამ ნუ გადახვალთ შეტევაზე.

ურთიერთობები: დაძაბულობა, წყენა და ცივი ომი. პარტნიორმა შეიძლება გული გატკინოთ სიტყვით. ნუ ეცდებით სამაგიეროს გადახდას, ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.

ფინანსები: არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. ფრთხილად იყავით, არ მოგატყუონ. შესაძლოა ფულის დაკარგვა ან წაგება კამათში.

ჯანმრთელობა: სტრესი, ნერვული აშლილობა და იმუნიტეტის დაქვეითება. გაუფრთხილდით თავს.

ნუ ჩაებმები ომში, სადაც გამარჯვებული არავინაა! შეინარჩუნე ღირსება“, - ვკითხულობთ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქეთა თოფურიას ახალი იმიჯი - „რას ფიქრობთ ამ შედეგზე?“

🎥 გორში ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვან შშმ პირზე იძალადა - დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?

⭕„მხოლოდ პასიური სიყვარული არ კმარა - პატიოსანი მსახურებაა საჭირო“ - რას წერს გია მურღულია