ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 13 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„13 ნოემბერი — სიყვარულის, სილამაზის და წარმატების დღე
დღეს საერთო ენერგიას მართავს რიცხვი 6, რაც სიყვარულს, ჰარმონიას და ბედნიერებას მაქსიმუმზე აძლიერებს.
რა უნდა გააკეთოთ:
✅ შეიყვარეთ, შექმენით, იგრძენით — დღეს გული მთავარი გზამკვლევია
✅ იმუშავეთ და მიიღეთ გადაწყვეტილებები სიყვარულითა და სიამოვნებით
✅ ხელსაყრელი დროა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მსხვილი შესყიდვებისთვის და ქორწინებისთვის
✅ დაიწყეთ დიდი პროექტები, გაალამაზეთ თქვენი სივრცე, მოიტანეთ სიუხვე
✅ გაატარეთ რომანტიკული საღამო, დაკავდით ხელოვნებით
✅ ესტუმრეთ სპას, სალონს, ან ელეგანტურ რესტორანს
რას უნდა მოერიდოთ:
❌ ზედმეტ კომფორტსა და სიზანტეს
❌ შურისძიების სურვილს — ემოციები გააკონტროლეთ
❌ კამათს და კონფლიქტებს
❌ ზედმეტობასა და ჭარბ დატვირთვას — შესაძლოა გამწვავდეს ქრონიკული პრობლემები
დღეს განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც დაბადებულია:
3, 12, 21, 30 — თქვენი ფერი: ყვითელი
4, 13, 22, 31 — თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: