Digest Logo

„მოერიდეთ თვალების გადაღლას და გონების ზედმეტი ინფორმაციით დატვირთვას“ - მიხეილ ცაგარელი

1669615656
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა ახლობლების მიმართ. არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ლაპარაკი, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ახალი პროექტების დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად, დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასაძლევად. მოერიდეთ თვალების გადაღლას და გონების ზედმეტი ინფორმაციით დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს, თხის რქას და თევზებს.