Digest Logo

„ეს არის გლობალური და პოზიტიური ცვლილებების დრო ბიზნესში“ - აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1744018775
მიხეილ_ცაგარელი

2025 წლის აპრილი ბევრ ადამიანს ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას მოუტანს.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზაფხულის მეორე თვის შესახებ ვრცელ პროგნოზს გვთავაზობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებსაც გვიზიარებს.

„აპრილის პირველი და მეორე დეკადა იქნება ძალიან პოზიტიური. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად აქტიური მოქმედება, მნიშვნელოვანი გარიგებების დადება, საჭირო შეხვედრების გამართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და მომავალი თვეების გრძელვადიანი პროგრამების დასახვა.

ეს არის გლობალური და პოზიტიური ცვლილებების დრო ბიზნესში, კულტურასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. დედამიწის ბიოსფეროს ჰარმონიული მდგომარეობის წყალობით, განახლება მოხდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რაც გამოიწვევს კეთილდღეობას.

აპრილში გაზრდილ ოპტიმიზმთან და ბიზნესს აქტივობასთან ერთად გაიზრდება აქციების ფასები, გააქტიურდება ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობა და რთული პრობლემების გადაჭრა უფრო ადვილი გახდება.  ასევე ხელსაყრელია ინვესტიციების, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის.

ხოლო 19 აპრილიდან, როდესაც მზე შევა კუროს ზოდიაქოში (23:57 საათზე), ამის გაკეთება უფრო გართულდება. პირველ რიგში, დედამიწის ბიოსფერო გადავა ნეგატიურ ზონაში, სადაც ის იქნება ძლიერი დისჰარმონიული კოსმიური ნაკადების ზეგავლენის ქვეშ. ამას ასევე ხელს შეუწყობს პლანეტა ვენერა, რომელიც თევზებს 30 აპრილს დატოვებს და ვერძის ზოდიაქოში (21:17 საათზე) შევა და პლანეტა მარსის ენერგიები დესტრუქციულად იჩენს თავს. ეს უარყოფითად იმოქმედებს ადრე დაგეგმილი შეთანხმების განვითარებაზე, პრობლემები და დაძაბულობა _ წარმოიქმნება სასიყვარულო ურთიერთობებშიც.

აპრილის მესამე დეკადაში ადამიანთა დიდმა ნაწილმა შესაძლოა განიცადოს მოულო-დნელი კონფლიქტები და პრობლემები არა მარტო სამსახურში, არამედ პირად და ოჯახურ ურთიერთობებშიც. მზე კუროს ზოდიაქოში მიდრეკილია გააჩაღოს რევოლუციებისა და ანარქიის პლანეტა ურანთან (ზუსტი ასპექტი 18 მაისს), რაც გამოიწვევს შეთანხმებების შენელებას, შეფერხებას.

განსაკუთრებით შესამჩნევი 26 აპრილიდან გახდება, ამ დროს სარისკოა ნებისმიერი სახის მოგზაურობა. თვის ბოლოს დიდია ხანძრის უბედური შემთხვევების ალბათობა. თვის ბოლოდან მრავალი ადრე შეთანხმებული კონტრაქტის დარღვევა და სერიოზული კონფლიქტები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პროდუქტის განმეორებითი გაყინვა არასასურველია, მწვანილი კი 30წთ-ის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გარეცხოთ“ - ტოქსიკოლოგის რჩევები!

⭕რატომ არ ჩნდება ხშირად ეკრანზე ლიზა ჩიჩუა? რამდენად ეჭვიანია პატარა გიო? - ლიზა ჩიჩუა გამომწერებს პასუხობს

🎥 „დღის მეორე ნახევარში ბევრი დადებით სიახლე და სიურპრიზი გელოდებათ“ 7 აპრილის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან