შავი მთვარე (ლილიტი) თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, სადაც მომდევნო 9 თვის განმავლობაში დარჩება.
აღნიშნული ტრანზიტი გლობალურ, სოციალურ და ინდივიდუალურ დონეზე სერიოზული გამოწვევებისა და ილუზიების მსხვრევის პერიოდს მოასწავებს.
როგორი იქნება მომდევნო 9 თვე - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:
„საქმე ეხება მაცდუნებელ ძალას, შავი მთვარე არის მეცხრე მოციქული სატანისა, ე.წ. ლილიტი, რომელიც ქმნის სხვადასხვა სახის ცდუნებებს, შეცდომებს. ის 9 თვის განმავლობაში იქნება თხის რქაში და ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ ცდუნებებს ქმნის.
რა ცდუნებას უქმნის ტრანზიტი საზოგადოებას?
თხის რქა არის კარიერა, მთავარი ცდუნებაც აქ იქნება. ზოგიერთი ხელმძღვანელი შეიძლება მეტად გახდეს დიქტატორი, მოინდომოს ძალაუფლების გაძლიერება, მოინდომებს ახალი კანონების შემოღებას, ძალაუფლების გაღვივებას, მოიმატებს თქვენი დაჩაგვრის ტენდენცია. წავა ჭორები, ინტრიგები, ენის მიტანა, ოღონდ დაიკავონ თანამდებობა, წინა პლანზე წამოვიდნენ და მაქსიმალურად შეავიწროონ სხვები.
ამის ფონზე ზოგიერთი დაკარგავს თანამდებობას, ცვლილებები იქნება დიდი რაოდენობით. არ აჰყვეთ წერას, ამის ტენდენცია მაღალია. ცდუნებას ბევრი ვერ გაუძლებს.
თხის რქა მიწის სტიქიაა, რაც ამას განეკუთვნება ახლა ყველაფერი სახიფათო იქნება, მაგალითად: მიწისქვეშა კომუნიკაციები, მეტრო, სარდაფი, მღვიმე, გვირაბი.
ჯანმრთელობის კუთხით რისკჯგუფშია: ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. ძვლების მოტეხილობის ტენდენციაა. საჭიროა სიფრთხილე მოძრაობის დროს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში დაბრუნდა: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში პოზირებს
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
⭕„ჩვენი ერთი წელი...“ - სანდრო ჩიჩუა და ანასტასია რუსია ერთად ყოფნის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავენ