Digest Logo

„მოიმატებს გადაადგილებების, შეხვედრების, საინტერესო საუბრების რიცხვი“ - ხათუნა ნოელი მერკურის ვერძის ნიშანში გადასვლაზე

1679214842
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

19 მარტს მერკური ვერძის ნიშანში გადავა და იქ 3 აპრილამდე გაჩერდება. ასტროლოგები მთელი ამ ხნის განმავლობაში უმეტეს წილად ჰარმონიულ ასპექტებს ელოდებიან. ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს, რომ  წყლის სტიქიას მერკური ტოვებს და ცეცხლოვან ვერძში შეაბიჯებს.

„19 მარტს მერკური ვერძის ნიშანში გადადის, ის აქ 3 აპრილის ჩათვლით დარჩება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის უმეტეს წილად ჰარმონიულ ასპექტებს გააკეთებს სხვა პლანეტებთან ( გარდა თვის ბოლო დღეებში პლუტონთან კვადრატისა).

ესეც რომ არ იყოს, თევზებში მერკური ძალზე მოუხერხებლად გრძნობდა თავს - ეს ხომ მისი დაცემის ტერიტორიაა..

ჰოდა ტოვებს ხვალ წყლის სტიქიას მერკური და ცეცხლოვან ვერძში შეაბიჯებს. წინა პერიოდისათვის დამახასიათებელი გაფანტულობა აქ ნამდვილად არ ექნება. პირიქით, მიზანმიმართულობა, შემტევი ხასიათი... ზოგჯერ მეტისმეტადაც. ვერძის ზოდიაქოში მას იუპიტერი დახვდება, შემდეგ კი მზეც შეემატებათ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ცხოვრებაში ამ ზოდიაქოს ელფერის განმტკიცებას.

გამოცოცხლდება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელთა - ვერძების, ლომების და მშვილდოსნების ცხოვრება, მოიმატებს გადაადგილებების, შეხვედრების, საინტერესო საუბრების რიცხვი. ეს აგრეთვე შეეხებათ მათაც, ვისაც მერკური და ან იუპიტერი ვერძის ნიშანში ჰყავთ. მით უფრო, რომ 25 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით მერკური და იუპიტერი შეერთებაში იქნებიან.

სიტუაცია დამოკიდებული იქნება პირად ინიციატივებზე და იმაზე, თუ რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებით. ამ პერიოდში კარგია ჯანსაღი ეგოიზმის გამოჩენა, ხოლო მოთმინება და ზედმეტი თავმდაბლობა ხელშემშლელ ფაქტორად შეიძლება რომ მოვიაზროთ.რაც მთავარია უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ და სითავხედესა და უხეშობაში არ გამოვიყენოთ ვერძის მერკურის ენარგია. განსაკუთრებით პლუტონთან კვადრატის პერიოდში.
დანარჩენი დრო კი როგორც გითხარით, ძალზე დადებითია მერკურიანული საქმეებისათვის“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

🔵ქართველი სპორტსმენი ავარიაში მოყვა - ალექსანდრე წივწივაძე რეანიმაციაშია გადაყვანილი

🔵„პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. საქართველოს ძველი მთავრობის ზოგი წევრის მცდელობა, დაბრუნდნენ პოლიტიკაში, ფუჭია. ვერ დაბრუნდებიან, მათი დრო წავიდა“ - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება