Digest Logo

„პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. საქართველოს ძველი მთავრობის ზოგი წევრის მცდელობა, დაბრუნდნენ პოლიტიკაში, ფუჭია. ვერ დაბრუნდებიან, მათი დრო წავიდა“ - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება

1679208651
ლელა კაკულია

ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულია 18 მარტს იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის პრეზიდენტს სასამართლოს აუცილებლად გაუმართავენ. გარდა ამისა, კაკულია წერს, პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. რაც შეეხება საქართველოს, წინასწარმეტყველი ამბობს, რომ  ჩვენს ქვეყანას ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს.

უახლესი წინასწარმეტყველება, ჩაწერილია 2023 წლის 18 მარტს:

ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტს სასამართლოს აუცილებლად გაუმართავენ. მე ბევრი წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ნიურნბერგის პროცესს“ ვერ ასცდება.

კვლავ ვიმეორებ: პუტინს თითი უდევს ბირთვულ ღილაკზე და ვხედავ, კიდეც დააჭერს ხელს -  გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, არის ამის გამკეთებელი.

იქით ბომბებს ჩამოყრის პოლონეთში, აქეთ ბალტიისპირეთს დაეტაკება, საქართველოში კი მსგავსი არაფერი მოხდება. გამუდმებით ჩვენს კუთვნილ შავ ზღვას ვუყურებ ხედვებით და იქ სიმშვიდეს ვხედავ. საერთოდ, საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ისეთი კადრებით ივსება, რომელთა მომრევიც კაციშვილი არ არის დედამიწაზე.მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ.

ახალგაზრდები იკრიბებიან, ერთმანეთს ეძებენ და პოულობენ, ერთ ჯგუფად ყალიბდებიან. ბირთვი უკვე არსებობს, მერე კი პარტიასაც ჩამოაყალიბებენ. კოსმოსი მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ბავშვები კი არა, უფლის მებრძოლები არიან!ისინი ზუსტად შეასრულებენ კოსმოსის დავალებას და თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებათ. ვაი მათ, ვინც ამ ახალგაზრდებს მიეკარება!მეც ნელ-ნელა ისევ 1980-იანი წლების ლელა კაკულია ვხდები. ანუ ძალა ძალად რჩება და ვინც ამ ძალას დაუპირისპირდება, კოსმოსი უმალ თავს წააცლის, დაშლის და დაწვავს, იმიტომ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება — პლანეტის გადარჩენის საკითხები.

შავ ზღვაზე კი ნაწინასწარმეტყველები ბრძოლა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა იგი. ვისი და ბოსფორის სრუტის გასაღებს რომ აართმევს აშშ თურქეთს, მერე რუსეთს აღარ შეუშვებს იქ.

ამაზე ცხარე გარჩევები იქნება. ტყუილად უხარია რუსეთს აშშ-ში საბანკო კრიზისი. იმიტომ, რომ ეს ხელოვნური კრიზისია, უბრალოდ, ახლა ასე სჭირდება ამერიკას. როცა მოისურვებენ, მაშინაც დაუსვამენ წერტილს, როგორც წამოიწყეს, ისეც შეაჩერებენ ხელოვნურ კრიზისს. და კიდევ: საქართველოს ძველი მთავრობის ზოგი წევრის მცდელობა, დაბრუნდნენ პოლიტიკაში, ფუჭია. ვერ დაბრუნდებიან, მათი დრო წავიდა“, - წერია წინასწარმეტყველებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაოცებულია იმით, რომ ახალგაზრდები ასე არ ვაზროვნებთ“ - რას ამბობს პეტრე კოლხის შვილი აქციებზე

🔵დღეს ბორჯღალოსნები პორტუგალიას შეერკინებიან

🔵„თუ ვინმე გამომრჩა ეს სოციალურ ქსელების ბრალი იქნება და ვიცი მაპატიებთ“ - რას წერს სალომე ზურაბიშვილი