
20 მარტს ლილიტი ანუ „შავი მთვარე“ მორიელის ნიშანში გადადის. საინტერესოა, რას გვიმზადებს ლილიტის მორიელში გადასვლა და როგორ უნდა გავიაროთ დაბნელებების დერეფანი?
ამის საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს.
„მნიშვნელოვანი ახალი წელი, რომელიც სეზონურ ცვლილებებს უკავშირდება გვაქვს სწორედ მარტში. წელს ასტროლოგიური თვალსაზრისითაც გამორჩეული თვე იქნება მარტი.
ასევე ეს თვე მნიშვნელოვანია, რადგან ლილიტი ე.წ შავი მთვარე, მაცდუნებელი ტენდენციების მქონე პლანეტა გადადის მორიელის ნიშანში.
ლილიტის მორიელში გადასვლა უფრო მეტად წარმოაჩენს ადამიანში იმ ნეგატიური თვისებებს, რაც ადამიანს აქვს.
მორიელი განაგებს მე-8 ასტროლოგიურ სახლს და წინა პლანზე მოდის მაგიური თავდასხმები, ჯადოქრების თემა, თვალი და ენერგეტიკული ჩარევები აქტიურდება, თუმცა მარტივად შეგიძლიათ დაიცვათ თავი შავი ქვის ტარებით, მაგალითად შეგიძლიათ ატაროთ გიშერი“, - ამბობს ასტროლოგი.
მისი თქმით მარტში იქნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც აისახება - ვერძის, სასწორი, კირჩხიბის და თხის რქის ცხოვრებაზე.
„ამ ზოდიაქოს ნიშნებს, როგორი წელიც ჰქონდათ 2005, 2006 და 2007- წლებში, ახლაც ისეთი წელი იქნება“, - ამბობს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.
უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მოსალოდნელია ძლიერი ქარი” - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!