დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ენერგიებით, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. მოიმატებს მოტყუებისა და თვითმოტყუების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა კულინარიული საქმიანობისათვის, სახლის კეთილმოწყობისათვის, ძველი ნივთების განთავისუფლებისათვის. უცხოეთში კაპიტალდაბანდებისათვის. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება მტკივნეული თემების განხილვა. ახალი ურთიერთობების დაწყება. დღე კარგია ფილტვების, ხელების, მხრების სამკურნალოდ. მოერიდეთ დღეს მშენებლობის დაწყებას, სისხლის გადასხმასა და ყურების გახვრეტას.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის მიდამო და მენჯ-ბარძაყის ძვალი.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერ. ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, იაგუნდი და სარდიონი. ეს მინერალები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, ტყუპების და ლომებისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქებსა და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოიმატებს ილუზიების, პროვოკაციებისა და ცდუნებების ალბათობა“ - ცაგარელი
წყარო: fortuna.ge