Digest Logo

„თბილისში ბინა ვერ იყიდეს და თუ თბილისში ვერაფერს ნახავენ, იქნებ სოხუმში გავჩერდეთო“ - თინა ხიდაშელი რუსების დიალოგზე?

1664347605
თინა ხიდაშელი

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომის გამო, ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა. ამ ფაქტს რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივად გადინება მოჰყვა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსები მიდიან. 

საქართველოში რუსების მასობრივ შემოდინებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, საზოგადოება ხელისუფლებისგან ოკუპანტ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს. პარალელურად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, რომელიც საქართველოში შემოსულ რუსებს ეხება. 

მათ შორის არის პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი, რომელიც საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსების დიალოგს ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს:

„ყველა ამაზე წერთ და აგერ ჩემს ამბავსაც გაგიზიარებთ.

ამჟამად ტაშკენტში ვარ, სასტუმროში. რაღა თქმა უნდა უამრავი რუსია აქაც.

საუზმეზე ორი დაახლოებით ჩემი ასაკის ქალი საუბრობს გულდაწყვეტილი რომ ამდენი დღე გავიდა თბილისში ბინა ვერ იყიდეს, რომ ახალი სააგენტო ჩართო დღეს და იმედი აქვთ კვირის ბოლომდე გაფრინდებიან. და თუ თბილისში ვერაფერს ნახავენ იქნებ სოხუმში გავჩერდეთ დროებითო მაგრამ მათ საუბარში მეორე ნაწილი იყო უფრო საგულისხმო.

როგორი სინანულით შესჩიოდნენ ერთმანეთს ხარ შენთვის, იხდი გადასახადებს, პირი ამოკერილი გაქვს, თავი დახრილი და ისე დადიხარ და მაინც რომ მოგიწევს ემიგრაცია ამ ტრაგედიას რა ჰქვიაო. და აგერ ნახევარი საათია იმაზე მსჯელობენ მე ხომ იქ აღარასოდეს ჩავალ სანამ ის არის, აგერ ოლია და მისი მეზობლებიც ამას ამბობენ, კიდევ რამდენი და ვისი პრეზიდენტი უნდა იყოს ნეტავ ხალხს იქ აღარ დაედგომებაო.

აი ასე, ვზივარ და ვისმენ და ხან ახია თქვენზე და უნდა გაეროზგეთ ღირსი იქნებოდით მინდა ვუთხრა, ხან დავამშვიდო სულ ხომ არ იქნება დაბრუნდებით-თქო და ვარ ასე დაზაფრული“, - წერს ხიდაშელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღე გეომაგნიტურია, ასე რომ აკონტროლეთ წნევა...“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„27 სექტემბერს დაასრულეს რუსებმა აფხაზეთში გენოციდი, ქართველებისგან ტერიტორიის გაწმენდა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„5 ოქტომბრამდე მოერიდეთ მეტროს, სარდაფს, მღვიმეებსა და ზოგადად მიწისქვეშა კომუნიკაციებს…“ - ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს