Digest Logo

🎥 მორიელის ახალმთვარეობა და ტრანსფორმაციის დრო: რა უნდა გავითვალისწინოთ ფინანსებსა და ემოციებთან დამოკიდებულებაში - გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

1794211339
გიორგი ლობჯანიძე

9 ნოემბერს მორიელის ზოდიაქოში მოსალოდნელი ახალმთვარეობა შინაგანი ტრანსფორმაციის, ძველი და დრომოჭმული სისტემების დასრულებისა და რეგენერაციის ძლიერ ენერგიას ათავისუფლებს.

როგორც ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე აღნიშნავს, ეს პერიოდი იდეალურია ფსიქოლოგიური რელაქსაციისთვის, თუმცა რეტროგრადული პლანეტებისა და რთული ასპექტების ფონზე, მნიშვნელოვანია, თავი შევკავოთ იმპულსური ხარჯებისგან, ახალი ფინანსური ტრანზაქციებისა და სავალდებულო ავანტიურებისგან:

„9 ნოემბერს, თბილისის დროით 11:02 საათზე მეტად ტრანსფორმაციული და მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა გველოდება მორიელის ზოდიაქოს 16°53’ გრადუსზე. დღევანდელ პოსტში სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ:
ახალმთვარეობა ესაა ასტრონომიული მომენტი, როდესაც დღის და ღამის მმართველები ერთ ხაზზე გამწკრივდებიან და უერთდებიან ნიშნობრივადაც ერთმანეთს.

მორიელი - ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი, წყლის სტიქიაა. ის მართავს სიღრმისეულ ტრანსფორმაციებს, კრიზისებს, ფინანსებს, ქვეცნობიერ დაფარულ ენერგებს, მასში არსებულ პროცესებს და სხვა.

როდესაც ახალმთვარეობა მორიელში ხდება ესაა გვაძლევს დიდ ძალას, იმისათვის რათა, რაღაც კონკრეტული ერთი დამთავრდეს და ახალი დაიბადოს. დრომოჭმული, ძველი, გამოუსადეგარი სისტემები, ნივთები, მეთოდები წარსულს ჩაჰბარდება და დაიწყება ახალი.

სხვათა შორის, ბევრი ადამიანი შეიძლება რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს კიდე, ფერფლიდან მრავალი აღდგება. დრო მეტად მისაღებია რეგენერაციისა და ფსიქოლოგიური სეანსებისთვის.

პიკის დროს გვექნება რთული კვადრატურა მსოფლმხედველობის პლანეტა იუპიტერზე და ლომში მყოფ ომის მმართველ მარსთან. ამიტომ, არავის არ გირჩევთ ზედმეტი პასუხისმგებლობისა და ეგოიზმის გამოვლენას, ეს მხოლოდ დააზიანებს თქვენს კავშირებს, ხოლო რისკიანობა მთლიანად საქმესაც გააფუჭებს.

ესაა ორმაგი ჭიდილი, როგორც დაპირისპირება: ერთ მხარესაა ემოციური სიღრმე და მეორე მხარეს სტრატეგია თავისი პირადული კონტროლით. იქნება აქ თავის გამოჩენის მცდელობებიც, რაც არაა გამორიცხული კრახით დასრულდეს.

ამ ახალმთვარეობის მთავარი შესატყვისია: „რაღაც უნდა დასრულდეს, რომ ახალმა იარსებოს“. დგება მომენტი, როდესაც ძველი მიჯაჭვულობები და ილუზიები უნდა მივატოვოთ და ახალში გადავიდეთ.

და კიდევ: ვინაიდან მორიელი პასუხს აგებს სხვათა ფინანსებზე, კრიზისებზე, საბანკო-საფინანო ტრანზაქციებზე აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

როგორც ვიცით, ჯერ კიდევ, გონებისა და ინტელექტის მმართველი მერკური და გრძნობების/ფინანსური საკითხების მმართველი ვენერა რეტროგრადულები (უკუსვლით მოძრაობენ) არიან, არ გირჩევთ, სულ მცირე, ნოემბრის 20 რიცხვამდე ახალი მეთოდების დანერგვას ან რაიმე ყიდვა-გაყიდვას, ეს არ იქნება უპრიანი და დიდი სიამოვნების მომგვრელი.

მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს და ავანტიურებს, სხვადასხვა გასართობ სლოტ კლუბებსა და ტოტალიზატორებში თანხების ჩადებას, მეგა პროექტების დაწყებას და ხელშეკრულებების გაფორმებას, ეს მეტ ზარალს და სირთულეს მოიტანს.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ: განიტვირთეთ, გაასუფთავეთ გონება, იდეალური დროა ფსიქოლოგიური რელაქსისთვის, მავნე ჩვევებთან მუშაობისა და ლოცვისთვის, პრაქტიკული მუშაობისთვის“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საერთო ქონების გაყოფისა და ჩუქების სირთულეები განქორწინებისას: თამარ კერძაიას რეკომენდაციები

⭕ მერკური და ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებენ - 9-15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕ NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი მისსავე მოედანზე დაამარცხა

✕