როგორ იყოფა ქორწინების პერიოდში შეძენილი საერთო ქონება და რა ბედი ეწევა იმ ქონებას, რომელიც ერთ-ერთმა მეუღლემ მეორის თანხმობის გარეშე გადააფორმა? - ამ და სხვა სამართლებრივ საკითხებზე სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
„განქორწინების პროცესი არის ისეთი სპეციფიკური რაღაც, რომ ადამიანთა უმეტესობა არ ფიქრობს მატერიალურ სარგებელზე მანამ, სანამ ფაქტი არ დადგება. მეუღლეების ქორწინების პროცესში შეძენილი ნებისმიერი ქონება არის ორივეს საკუთრება, მიუხედავად იმისა რომელმა იყიდა. ქონება არის საერთო.
მაგრამ იმის მიუხედავად, რომ არის საერთო საკუთრება, ზოგ შემთხვევაში ერთ-ერთის სახელზე არის რეგისტრირებული. სასამართლო პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ ქმარმა მოილაპარაკა შვილთან და შვილს აჩუქა. იურიდიულად ეს ხელშეკრულება არის მოქმედი, თუმცა მან ყოფილ მეუღლესთან არ მოილაპარაკა. ვინაიდან ეს სახლი ქორწინების პროცესში იყო შეძენილი და ადრესატმა ეს ყველაფერი იცოდა, სასამართლომ აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად ცნო.
ჩუქება ყოველთვის ბათილი არ არის. თუ კი მჩუქებელმა იცოდა ის, რომ ეს იყო საერთო საკუთრება და მაინც იჩუქა, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილდება. თუკი იგი კეთილსინდისიერია და მეორე მხარე ვერ დაამტკიცებს ამას, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება არ გაბათილდება“, - აღნიშნა თამარ კერძაიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: