Digest Logo

NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი მისსავე მოედანზე დაამარცხა

1794202944
სანდრო მამუკელაშვილი

NBA-ის მიმდინარე სეზონში მეცხრე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“.

კალიფორნიელები აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „დეტროიტ პისტონსს“ ესტუმრნენ და 121:116 სძლიეს.

„ლეიკერსს“ აკლდა ლუკა დონჩიჩი, რომელსაც ზურგის ტრავმა აქვს. მის არყოფნაში ლიდერობა ოსტინ რივსმა იკისრა და 43 ქულა ჩააგდო.

სანდრო მამუკელაშვილი, ტრადიციულად სათადარიგო იყო, 18 წუთი ითამაშა და მატჩი 7 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა.

„ლეიკერსს“ 9 მოგება, 2 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს ატლანტაში „ჰოქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ახალმთვარეობა მორიელში: რა უნდა დავტოვოთ წარსულში და როგორ მოვემზადოთ შინაგანი რესტარტისთვის - თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ნოემბერს საქართველოში

🎥 ფალოსი თითის სანაცვლოდ - ივანე კუზანოვი წარმატებით დასრულებულ ოპერაციის დეტალებზე

წყარო: 1tv.ge

✕