Digest Logo

🎥 „მოსალოდნელია კრიტიკა თქვენს მიმართ... არ არის სასურველი ინფორმაციის გაცვლა“ - როგორი დღე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

1721628544
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და ეს დღე საკმაოდ დადებითია. განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობისთვის, შეხვედრებისთვის, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება. ჯობს ის აკეთოთ რაც გსურთ და არ დაიტვირთოთ ზედმეტი ვალდებულებებით თავი“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

ვერძი - გექნებათ გარკვეული უთანხმოებები, წინააღმდეგობები, თუმცა კარგი იქნება თუ არ დანებდებით. ფინანსური საკითხების გადაჭრისგან თავი შეიკავეთ და გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააკეთეთ ჰარმონიული, სასიამოვნო რაღაცები. 

კურო - თქვენს შემთხვევაშიც გარკვეული უთანხმოებები გექნებათ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, დაკვირვებულობა. არ არის სასურველი ახალგაცნობილ ადამიანებთან ზედმეტი ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. 

ტყუპები - მოსალოდნელია კრიტიკა თქვენს მიმართ. არ არის სასურველი ინფორმაციის გაცვლა, გმართებთ მეტი სიფრთხილე ახალგაცნობილ ადამიანებთან. მოისმენთ ისეთ რამეს, რაც თქვენთვის არ იქნება სასიამოვნო, ზედმეტად უხეში პასუხების დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე. 

კირჩხიბი - ეს დღე დადებითი იქნება. განსაკუთრებით ურთიერთობების თვალსაზრისით. შეგიძლიათ დაგეგმოთ შეხვედრები, მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც გინდოდათ გაგეკეთებინათ, ეს დღე ამისთვის იდეალურად გამოდგება. 

ლომი - უცნაური დღე გექნებათ, თავს იჩენს ძველი პრობლემები და შეცდომები. ყურადღება მიაქციეთ და არ გაიმეოროთ ის შეცდომები, რაც დაშვებული გაქვთ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ურთიერთობების მხრივ. 

ქალწული - მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მაქსიმალური დაკვირვებულობა. როგორც კი კონცენტრაციას მოადუნებთ, შესაძლოა შეცდომა შეცდომაზე დაუშვათ. კარგი იქნება თუ დღეს ურთიერთობა მხოლოდ ისეთ ადამიანებთან გექნებათ, რომლებსაც თქვენი კარგად ესმით. 

სასწორი - ეს დღე გამოიყენეთ ენერგიის აღსადგენად. გააკეთეთ ის, რისი სურვილიც გაქვთ, თუმცა მეტი ყურადღება გმართებთ ურთიერთობების კუთხით. იმედი და ნდობა, რომელიც კონკრეტული ადამიანების მიმართ გქონდათ, ვერ გაამართლონ, გიღალატონ. კარგი იქნება თუ შეიცვლით გარემოს.

მორიელი - შესაძლოა დღეს შეხვდეთ ძველ მეგობრებს, გაიხსენოთ ძველი მოვლენები, ამბები, სიტუაციები. ის ადამიანები, რომელთა ნახვაც გინდოდათ და ვერ ახერხებდით, ნახეთ, რადგან ეს დღე ამისთვის იდეალურია. 

მშვილდოსანი - თუ რაიმე უთანხმოება გქონდათ ოჯახის წევრებთან, დაძაბულობა და გაურკვევლობა, გამოიყენეთ ეს დღე ამის გამოსასწორებლად. აღადგინეთ ურთიერთობა, რომელიც წარსულში გქონდათ და გამოასწორეთ შეცდომები. შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი ან საჩუქარი მიიღოთ. 

თხის რქა - დღე თქვენთვის წარმატებულია. რაც უფრო ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი, მით უფრო მეტ იღბალს მოიზიდავთ, როგორც საქმიანი, ისე პირადი მიმართულებით. იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ.

მერწყული - დღე წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ თავად არ შექმნით პრობლემებს. თქვენი დამოკიდებულება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. შეგიძლიათ მოაგვაროთ საკუთარი საქმეები.

თევზები - გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობა. გერჩივნოთ განმარტოება. კარგი იქნება საკუთარ თავს უფრო მეტ დროს თუ დაუთმობთ, საკუთარ ფიქრებს, ემოციებს, სურვილებს, გადააფასებთ, მიხვდებით რა გსურთ, რა გინდათ. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„უთქვენობის ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი“ - მუცოს ტრაგედიიდან 14 წელი გავიდა

„დაზიანებული ვერტმფრენები, ბანკებთან წვდომის პრობლემა, ფრენების გაუქმება“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

🎥 „ზოგს შეიძლება ზედმეტი ეგონოს ის გასამრჯელო, რასაც ფეხბურთელები ვიღებთ, თუმცა დამიჯერეთ ძალიან რთული გზაა“ - გიორგი გველესიანი