Digest Logo

„უთქვენობის ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი“ - მუცოს ტრაგედიიდან 14 წელი გავიდა

1721626314
გელა დაიაური

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - „ჯი­პის“ ტიპის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

აღნიშნული ტრაგედიიდან 14 წელი გავიდა. გელა დაიაურმა კი თარიღი სოციალურ ქსელში გაიხსენა.