Digest Logo

„მოსალოდნელია სირთულე რომანტიკულ ურთიერთობაში...“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი

1786965602
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი:

ორშაბათი 

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ყიდვა-გაყიდვას, ცხოველის კასტრაციას. კარგია ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, აპარატურის შეძენა, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ბერილი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება თირკმელები, ენდოკრინული სისტემა, კანი, ყელი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის

სამშაბათი

აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან იასპი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, საქმიან თანამშრომლობას, სესხის აღებას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, რემონტის დაწყება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ შავი, წითელი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოსალოდნელია სირთულე ფინანსურ საქმეებში და რომანტიკულ ურთიერთობაში. შეამცირეთ კონტაქტები, აკონტროლეთ ემოციები. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მგზავრობა-მოგზაურობა. არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იაგუნდი ან ქარვა. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

იაყვით ყურადღებით. მაღალია ფინანსური სირთულეების ალბათობა. მოერიდეთ ყურის გახვრეტას, მშენებლობას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მოგზაურობა, კაპიტალდაბანდება. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ბრილიანტი ან ლალი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

შაბათი

არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ყვითელი, წითელი, ლურჯი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სერდოლიკი, წითელი იასპი, ამეთვისტო ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

ნუ მოადუნებთ ყურადღებას. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები ,ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ერთმანეთზე კარგები ხართ“ - თაკო საზინა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕ „რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო ნაკლები ადამიანი მოგყვება...“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„შესაძლოა გამოვლინდეს მესაკუთრეობის ინსტინქტი...“ - 17 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი