ცხოვრებისეული სიბრძნე ხშირად რამდენიმე მარტივ ფრაზაში იმალება. სიტყვები, რომლებიც გვახსენებს სინდისის, ღირსების, სიყვარულისა და გამოცდილების ნამდვილ ფასს, სოციალური ქსელების მომხმარებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
სწორედ ასეთ გამორჩეულ გზავნილს სოციალურ ქსელში გვიზიარებს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე:
„წინსვლას ერთი უცნაური, მაგრამ ამავდროულად ლოგიკური კანონი აქვს: რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო ნაკლები ადამიანი მოგყვება.
რაც მეტად გაიზრდები, მით უფრო აუტანელი გახდება შენი არსებობა დაცემული წუთისოფლისთვის.
ხანდახან, ადამიანებს კი არ კარგავ, უბრალოდ ხვდები, რომ ისინი იმ ვერსიას ეკუთვნოდნენ, რომელიც აღარ ხარ.
ზრდა ნიშნავს არა მხოლოდ ახალი კარის გაღებას, არამედ, კიდევ იმას, რომ ზოგი ძველი კარი სამუდამოდ უნდა დაიხუროს.
ზოგჯერ მარტოობა იმის ნიშანი კი არ არის, რომ უკარება ხარ, არამედ, იმის რომ უკვე ყველას ვეღარ შემოუშვებ შენს სამყაროში.
მომენტებში ღმერთი ადამიანებს კი არ გაშორებს, უბრალოდ გზებს გიცვლის, რათა იქ მიხვიდე, სადაც ძველი გარემო ვეღარ მიგიყვანდა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლოა გამოვლინდეს მესაკუთრეობის ინსტინქტი...“ - 17 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი