რა გელოდება 21 სექტემბრიდან მთელი კვირის განმავლობაში - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„პირველი ჯგუფი
♈ ვერძი • ♋ კირჩხიბი • ♎ სასწორი • ♑ თხის რქა
ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება ან ახალი შესაძლებლობა, რომელიც თქვენს გეგმებს სასიკეთოდ შეცვლის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
მეორე ჯგუფი
♉ კურო • ♌ ლომი • ♏ მორიელი • ♒ მერწყული
ფინანსურად იღბლიანი კვირა გელოდებათ. შესაძლოა მიიღოთ თანხა, კარგი სიახლე ან მომგები წინადადება. ნუ იტყვით უარს ახალ შესაძლებლობებზე.
მესამე ჯგუფი
♊ ტყუპები • ♍ ქალწული • ♐ მშვილდოსანი • ♓ თევზები
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. მოსალოდნელია გულწრფელი საუბარი, შეხვედრა ან ადამიანისგან შეტყობინება, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: