რამდენიმე დღის წინ იურისტმა მედეა ადამიამ, რომელიც მეოთხე შვილზეა ორსულად, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქმარს დაშორდა.
როგორც თავად ამბობდა, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და განქორწინების შესახებ განცხადებაც გაგზავნილი ჰქონდა.
„რა სიმბოლურია… ბორჯომიდან ვაგზავნი ჩემს გადაწყვეტილებას განქორწინების საბუთებს. ეს არ არის ხუმრობა და არც წამიერი ემოცია. ეს არის გააზრებული არჩევანი, ჩემი და ჩემი შვილების სიმშვიდისთვის.
ერიდეთ კაცს, რომელიც თქვენს კმაყოფაზე ცხოვრობს და ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ის, რომ ერთმა ყველაფრის ტვირთი ზიდოს, მეორე კი მხოლოდ იღებდეს.
ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა.
წლების განმავლობაში ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი, მეპატიებინა, შემენარჩუნებინა ოჯახი და ყველაფერი გამომესწორებინა. ვეხმარებოდი ფინანსურად, ვზრუნავდი, ვარჩენდი, ვაცმევდი და ვუძლებდი უამრავ ტყუილსა და იმედგაცრუებას.
ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანის გვერდით უნდა დავრჩენილიყავი, ეს თქვენი არჩევანია. ჩემი არჩევანი კი საკუთარი სიმშვიდე, ჩემი შვილები და ჩემი მომავალია.
დიდი წერტილი დავსვი.
ღმერთი იყოს ყველას მსაჯული!!“, - წერდა მედეა ადამია.
მიუხედავად ამ საჯარო განცხადებებისა, მედეა ადამიამ სოციალურ ქსელში ახალი კადრები გაავრცელა, სადაც მისი ქმარიც ჩანს.
როგორც ირკვევა, წყვილი შერიგდა და შვილებთან ერთად ყვარელში ისვენებს.
გავრცელებულ ვიდეომ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, რასაც გამომწერები კომენტარების სახით გამოხატავენ:
„მე და ჩემი ყოფილი მეუღლეც გაშორებულები ვართ, 1 წელზე მეტია უკვე, მაგრამ გვაქვს კომუნიკაცია ერთმანეთთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა“, - უწერს მედეას ერთ-ერთი გამომწერი.
აღნიშნულ კომენტარს კი იურისტი ასე პასუხობს:
„ჩვენ ყოფილები არ ვართ...“.


ასევე დაგაინტერესებთ: