Digest Logo

„მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ავარიები, გაჟონვები, გაუმართაობა, აუცილებლად უნდა იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე“ - ნინა ხომერიკის ასტროპროგნოზი

1759143495
ნინა ხომერიკი

ცის კაბადონზე ასტროლოგიური დრამატული დაპირისპირება 24 სექტემბრიდან გამოიკეთა. მარსსა და პლუტონს შორის 90 გრადუსიანი ნეგატიური ასპექტი ყალიბდება. ეს კონფიგურაცია მებრძოლ ენერგიასა და ძალაუფლების სურვილს აძლიერებს, რაც შესაძლოა, გამოიხატოს კონფლიქტებში, დაძაბულ ემოციებში და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.

ასტროლოგები ამბობენ, რომ პერიოდი მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან გადაჭარბებულმა იმპულსებმა შესაძლოა, პირად ურთიერთობებსა და პროფესიულ გზაზე მოულოდნელი კრიზისები გამოიწვიოს.

მარსსა და პლუტონს შორის 90 გრადუსიანი ნეგატიური ასპექტის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:

„24 სექტემბერს, მარსსა და პლუტონს შორის შეიკვრება 90 გრადუსიანი ნეგატიური ასპექტი, რომელიც გულისხმობს საკუთარი ნების გამოვლინებისა და სიტუაციის გარკვეული ქმედებებით გადაფარვის სურვილს, გადატანითი მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ასპექტს მოაქვს ვულკანის გაღვიძების ეფექტი, როდესაც შეუძლებელი ხდება დაგროვებული დაძაბულობის შეკავება და ეს ეხება 2024 წლის თებერვალში მიღებულ გადაწყვეტილებებს, განვითარებულ მოვლენებს და გარემოებებს, რადგან ზუსტად მაშინ დაიწყო მარსისა და პლუტონის ორ წლიანი შეერთების ციკლის ათვლა, რომლის დასასრულის დასაწყისსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, ამ ასპექტის ენერგია, აქტიური იქნება +/- რამდენიმე დღე.

პლუტონი არის კოლექტიური ძალის, ძალაუფლების, დიდი ფინანსების, ენერგიის, ფატალურობის, გავლენების, სიძლიერის სიმბოლო, ხოლო მარსი, მისგან განსხვავებით, არის ადამიანის ძალის გამოვლინება, ანუ პლუტონი არის კოლექტიური ძალაუფლება, მარსი კი პირადი ძალა.

მარსი ჩვენს სამყაროში, გარკვეული მოვლენების აქტივატორის როლს ასრულებს და ამ ორ პლანეტას შორის, დაძაბული ასპექტი, რომელიც ერთად არის ბრძოლების, ძალებისა და ნების სიმბოლო, გულისხმობს ინტერესების დაჯახებას, დაგროვებული პრობლემების გამწვავებას, განსაკუთრებით ისეთი პრობლემების, რომლის დამალვასაც ცდილობდნენ და არ ხდებოდა მათი აფიშირება, ჩვენ კი ვიჩენდით მოთმინებას, მაგრამ ეს პრობლემები იზრდებოდა და ახლა, ამ ასპექტის გავლენით, ჩვენთვის მოულოდნელად აღმოვჩნდებით მზად გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგალითად: ხმამაღლა, ულტიმატუმის ენით წამოვაყენოთ ჩვენი პრეტენზიები სამსახურში: გრაფიკის, ფინანსური ანაზღაურების ან უფლებამოსილების ცვლილების შესახებ, ან დავიცვათ თამამად საკუთარი პოზიციები ოჯახში. ტურბულენტურმა და ემოციურმა სექტემბერმა, ორი დაბნელების ფონზე, ისედაც გაააქტიურა გრძნობები და ამ თვის ბოლოს გააღვივებს არა მხოლოდ განცდებსა და ემოციებს, არამედ ბადებს ადამიანებში ბრძოლის სურვილს, საკუთარი მიზნების მისაღწევად, ანუ გვიბიძგებს კონკრეტული ნაბიჯებისა და მოქმედებებისაკენ.

ამ ასპექტის პერიოდში, შეიძლება შევხვდეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ექნება ჩვენი სურვილების დათრგუნვისა და ჩვენში არსებული სისუსტეებით მანიპულაციის მცდელობა, მაგალითად: ფინანსური ან ემოციური მიჯაჭვულობით და თუკი განვიხილავთ ცხოვრებისეული ტრანსფორმაციის პროცესებს, როგორც ჯაჭვს, რომელიც შედგება ბმულებისაგან, მაშინ მსგავსი ასპექტი მარსსა და პლუტონს შორის, არის ამ ჯაჭვის ყველაზე ნათელი ბმული, რომელსაც შეუძლია უეცარი მოვლენების, მოქმედებებისა და სიტუაციების ფორმირება, ასევე ბედის ხაზის შეცვლა.

ასეთ დროს, ხდება დაგროვილი კრიზისების ამოფრქვევა, ჩნდება დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლების სურვილი და ცხოვრების გასაუმჯობესებლად, იძლევა უდიდეს იმპულსს, საკუთარი ძალებისა და ნების ხელმეორედ აღორძინებისათვის, აღდგენისა და გაძლიერებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დაგროვებული შიშების, წყენების, უკმაყოფილების, ტრანსფორმაცია გადამწყვეტი და რღვევის მომტანი ქმედებებისთვის და ასეთ დროს, ვპოულობთ საკუთარ თავში, იმ საჭირო რესურსებს, რაც დაგვეხმარება ჩვენი დიდი ხნის სურვილების განხორციელებაში. თუმცა, ამავდროულად, ეს არის შინაგანი დაძაბულობის, მაღალი გრადუსის მომცემი პერიოდი და ბევრი ადამიანი, ახლა გაცილებით მეტად აგრესიულია, ვიდრე ჩვეულებრივ და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია პარტნიორებზე ურთიერთქმედების დროს, არ მოვახდინოთ ზეწოლა, არამედ დავაფიქსიროთ საკუთარი ინტერესები და სურვილები.

პლუტონი, აგრეთვე არის დიდი ფინანსებისა და რესურსების სიმბოლო, შინაარსობრივად, ის უტოლდება მსოფლიო ბანკს, ამიტომ, ამ ასპექტის აქტიურ პერიოდში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც იქნება დაკავშირებული მსოფლიოს ფინანსურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ვალუტის კურსის მკვეთრ ცვლილებასთან და ნაციონალური ბანკების მხრიდან ახალი გადაწყვეტილებების მიღებასთან, აგრეთვე დღის წესრიგში დადგება ვალუტის და კრიპტოვალუტის რეგულაციის, ენერგორესურსების ღირებულების, ხელმისაწვდომობის, სხვადასხვა სოციალური გადასახადების, დაცულობისა და ცხოვრების დონის საკითხები, რაც საკმაო მღელვარებას გამოიწვევს მოსახლეობაში.

თუკი, მარსისა და პლუტონის ციკლის, ანუ 2024 წლის თებერვლის დასაწყისში, თქვენს წინაშე იდგა კონკრეტული მიზანი, ახლა სექტემბრის ბოლოს, თქვენი მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ან შემდგარი გარემოებები, მოგიტანთ ამ საკითხში გარღვევას და გაპოვნინებთ წარმატების მისაღწევად უმოკლეს გზას, ხოლო თუკი იმ პერიოდში არ გქონდათ ჩამოყალიბებული კონკრეტული მიზნები, მაშინ ახლა თავად შექმნილი სიტუაციები მოახდენს გავლენას თქვენს გეგმებზე, ანუ, როდესაც გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებულნი ვხვდებით გავაკეთოთ სვლა.

საყოფაცხოვრებო დონეზე, ამ ასპექტის აქტიურ პერიოდში, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ავარიები, გაჟონვები, გაუმართაობა და რა თქმა უნდა ამ დროს, რამდენადაც შესაძლოა, აუცილებლად უნდა იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, გაერიდეთ თავშეყრის ადგილებს, კონფლიქტებს აგრესიულ ადამიანებთან, რადგან ამ ეტაპზე, ბევრს უჭირს გააკონტროლოს საკუთარი ძალები, ხოლო ისინი ვინც, ცდილობენ საკუთარი გზის წარმატებისკენ გაკაფვას, საკუთარი ნებით, ძალისხმევით, რასაც არ უნდა ემსახურებოდეს თქვენი მონდომება, იქნება ეს ქონების დაგროვება, აღიარების მიღება, პოპულარობა, გამოჯანმრთელება, ფიზიკური ძალების აღდგენა ან ოჯახური კეთილდღეობა, ამ ასპექტის პერიოდში მიიღებთ დამატებით იმპულსს და სიტუაციის მართვის შესაძლებლობას, რომელიც დაგეხმარებათ გარკვეული საზღვრების გადალახვაში და საკუთარ ოცნებების განხორციელებაში“, - წერს ნინა ხომერიკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

„ეს არაა საჩუქარი, ეს სამიზნეა - შენ ანათებ, შენკენ ბრუნდება სხვისი შური, კომპლექსები და სიძულვილი“ - რატომ ითრგუნებიან ლამაზი ქალები მარტოობისგან?

🎥 „ძალიან ვაფასებ როგორც ქალს, არის უძლიერესი, სამაგალითო... დედასავით მიყვარს“ - თიკა ჯამბურია ყოფილ დედამთილზე