
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერიაა, რომელთან ერთადაც გადაცემას „კულინარიული დუელი“ სტუმრობდა.
ყოფილმა რძალ-დედამთილმა დიპლომატიური ურთიერთობის „რეცეპტზე“ ისაუბრეს:
„გიჟი და ფეთქებადი მე ვარ, ხათუნა კი უფრო თავშეკავებულია. სულ მეუბნება: „გაატარე.“ მე არ შემიძლია, პასუხი უნდა გავცე. ამაში არ ვგავართ ერთმანეთს.
ხშირად „ბულერი“ ხალხი ცდილობს, ხათუნათი მიკბინოს, რაღაც ცუდად მიპასუხოს. ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, რა გზაზეც არ უნდა წავიდეს ხათუნა ან მე, ვერასდროს გადავახტები ჩვენს პატივისცემას, სიყვარულს, ურთიერთობას. თან ხათუნა ისეთი ბებია არის, ჩემი შვილი ისე უყვარს... ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია. ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი წერტილიც ესაა.
თან ხათუნას დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ როგორც ქალს. არის უძლიერესი, სამაგალითო ჩემთვის. ძალიან მიყვარს, ჩემთვის მეორე დედაა“,- ამბობს თიკა ჯამბურია.
ასევე დაგაინტერესებთ: