
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საინტერესო და შემეცნებით ინფორმაციას.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კოსმოსურ ახალ წელსა და მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ასტრომოვლენებზე წერს:
„დღე დროის გარეშე 25 ივლისი.
კოსმოსური ახალი წელი - 26 ივლისი.
ეს დღე აღინიშნება 1992 წლიდან მთელს მსოფლიოში, იწოდება მშვიდობისა და კულტურის დღესასწაულად, მისი ემბლემაა მსოფლიოს დროშა და ეძღვნება საყოველთაო მშვიდობას, სიყვარულს, ხელოვნებასა და სამყაროსეულ მიტევებას.
ყოველწლიურად 25 ან 26 ივლისს დროის სპირალს ჩვენი მიწიერი პლანეტარული სახლი გაჰყავს არსებობის ახალ დონეზე, ამ დიდებულ მომენტში დედამიწა, მზე და გალაქტიკა ახდენენ თავიანთი ენერგიებისა და სიცოცხლის მრავალფეროვანი გამოვლინების სინქრონიზაციას საყოველთაო სამყაროსეულ ევოლუციურ გეგმასთან.
დღე დროის გარეშე გამოისახება ფორმულით : t (e) = art ანუ ენერგია დროში იქცევა ხელოვნებად.
2025 წლის 26 ივლისს იღება ახალი პორტალები, ძველი დროის ენერგოინფორმაციული ნაკადები იცვლება ახლით, ხდება ძველი პერიოდის ენერგიების განულება და იქმნება ენერგოინფორმაციული ვაკუუმი.
ეს არის დღე - სტარტის წერტილი, მომავლის პოტენციური ფორმირებისთვის. ეს დღე ითვლება ახალ ევოლუციურ საფეხურად.
იმართება ფესტივალი, ადამიანები იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან რათა წარმოადგინონ თავისი შემოქმედება: მხატვრობა, მუსიკალური ნაწარმოებები და სხვა.
ამავე დღეს სტუმრობენ ენერგეტიკულად ძლიერ ადგილებს (ძალის ადგილებს).
ნებისმიერი ადამიანისთვის ეს დღე მნიშვნელოვანია იმით რომ, ხდება ძველი პროგრამების განულება, რადგან ყოველი წლის 24 ივლისს მთავრდება მთვარის 13 თვიანი ციკლი და 26 რიცხვიდან იწყება კოსმოსური ახალი წელი. შესაბამისად 25 რიცხვი არის ნულოვანი დღე, რომელსაც მწვანე დღესაც უწოდებენ.
ამ დღეს უნდა მოხდეს ყველაფრის გაანალიზება, სასიკეთო, არასასიკეთო მოვლენებისა თუ სიტუაციების და უნდა გაკეთდეს არჩევანი, თუ რომელი გზით სიარულს ვირჩევთ ცხოვრებაში.
ამ რიცხვში ადვილია მოვიცილოთ ყოველივე ნეგატიური ჩვენი ცხოვრებიდან, ეს ეხება: ემოციებს, მატერიალურ მხარეს, მანკიერ თვისებებს, ადამიანებს.
სწორედ ამ პერიოდშია მარტივი ამ ყველაფერზე მუშაობა, რადგან არ ხდება სხვადასხვა ენერგიებით ადამიანებზე ზეწოლა ან რაიმე დაბრკოლებების შექმნა.
რა უნდა გავაკეთოთ 25 ივლისს?
- კარგია წმენდები ნებისმიერ დონეზე, უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატიურისაგან, რომელიც აფერხებს თქვენს განვითარებასა და წინსვლას, რათა მომზადებული შეხვდეთ 26 ივლისს, ახალი კოსმოსური წლის დაბადებას და სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ გაცნობიერებული ახალი ცხოვრება.
- დაისახეთ მიზანი და შეგრძნებებით გაიარეთ მთელი პროცესი, ვიზუალიზაციით კი უნდა განამტკიცოთ ეს პროცესი. (რამდენიმე დღის განმავლობაში).
მაშ ასე! 26 ივლისს იწყება ახალი პლანეტარული წელი, რომელიც გასტანს მომავალი წლის 24 ივლისამდე. 26 ივლისიდან 12 აგვისტომდე კი, ჩვენს პლანეტას დაფარავს მძლავრი ენერგიების ახალი ტალღა, რომლის პიკია 8 აგვისტოს, ხოლო პორტალი იხურება 12 აგვისტოს, სწორედ ამ პერიოდს ეწოდება „ლომთა კარიბჭე“.
ამ დღეებში დილის 5-6 საათზე ცის კაბადონზე შეგვიძლია ვიხილოთ 2 მზე, ოქროსფერი და ლურჯი.
ოქროსფერი- ეს ჩვენი მზეა, ხოლო ლურჯი ნათების - სირიუსი.
(სირიუსი დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედია, ის არის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, 25 ჯერ უფრო კაშკაშაა მზეზე. მას ხშირად გამოსახავენ როგორც ისიდას, რომელიც დგას ზეციურ ნავში, მის თავთან კი 5 ქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. ამ ვარსკვლავს ლათინურად ეძახდნენ Canicula საიდანაც მოდის რუსული სიტყვა каникулы - არდადეგები).
რას უნდა ველოდოთ ამ დღეებში?
✳️შესაძლოა ზოგიერთს ჰქონდეს ძილიანობა, ეს ნორმალურია, ზოგს პირიქით უძილობაც შეაწუხებს, მოსალოდნელია უხასიათობა, უცნაური შეგრძნებები, აზრების გაფანტვა. კოსმოსიდან შემოსული ენერგიების ძალა იმდენად ძლიერია, რომ ინფორმაციულ გადატვირთვასაც კი გამოიწვევს, 8 აგვისტოს პიკია, ამიტომ ეს ყველაფერი უფრო მეტად იქნება გამოხატული.
✳️ზოგს შეიძლება გაუჩნდეს ახალი, უცნაური იდეები და მოუნდეს ისინი სწრაფად განახორციელოს, მაგრამ არ იჩქაროთ, ჩაინიშნეთ, გააანალიზეთ და მოგვიანებით დაიწყეთ ქმედება. დააბალანსეთ ინ და იანის ენერგიები თქვენში, თქვენს გარშემო.
26 ივლისიდან 12 აგვისტომდე, ვარსკვლავების კეთილგანწყობით, საუკეთესო დროა ბედ-იღბლის კორექციისთვის, შექმენით თავად თქვენი მომავალი.
იპოვეთ ქალაქში არსებული წყვილი ლომის ქანდაკება, მსგავსი „პორტალები“ არის რამდენიმე ქალაქში, როგორც თბილისში ასევე სხვაგან. დადექით ლომებს შორის და ჩაიფიქრეთ სურვილი/ მიზანი, განიცადეთ ყველაფერი რეალურად, შეგრძნებებით, ემოციებით, კონკრეტულად თავის ვადებით, რათა თქვენი ეს ზრახვა და კოსმოსური ვიბრაციები თანხვედრაში მოვიდეს ერთმანეთთან.
სამყარო აუცილებლად შეისმენს თქვენს განაცხადს!“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?
⭕ ტრამპის ადმინისტრაციამ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ მოუხსნა