ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და გამორჩეული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
28 აგვისტო
ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გარდაქმნათ. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ და საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც უკვე დიდი ხანია, გაწუხებთ და შუა გზაშია გაჩერებული. ასტროლოგების თქმით, ამ დღეს თითოეული ადამიანი ცვლილებების სურვილს იგრძნობს და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გადაწყვეტს - ზოგი იდეებით, ზოგიც უშუალოდ პირველი ნაბიჯის გადადგმით. გახსოვდეთ, რომ შესაძლებლობები თქვენ ხელშია. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა და მოძველებული ეტაპის დასრულების. ასე შეძლებთ, რომ განვითარების ახალი გზა იპოვოთ.
29 აგვისტო
ამ დღეს შესაძლოა, გარკვეული ტიპის შფოთვა და მომატებული ემოციურობა იგრძნოთ და იფიქროთ, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, რომ არ გამოგდით ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობდით. ხანდახან, მთლიან სურათს ვერ ვხედავთ და ნეგატიური ამბების ფონზე, ბედნიერი მომენტების დაფიქსირება გვიჭირს. ნუ ინერვიულებთ. ემოციური არასტაბილურობა მალე გაივლის და ენერგიისა და მოტივაციის პოვნას კვლავ შეძლებთ.
30 აგვისტო
მზე ყველას პირდაპირ თვალებში ანათებს და ეს დღე თითოეულ ადამიანს გაცემული სითბოსა და სიკეთის მნიშვნელობას აჩვენებს. ასტროლოგების თქმით, ნებისმიერი ქმედება აირეკლება და უკან ორმაგად დაგვიბრუნდება. იყავით გულისხმიერი, შეეცადეთ, ირგვლივმყოფების ცხოვრება რაღაცით გაანათოთ, გაათბოთ და გაალამაზოთ და სამყარო ამ ემოციას უკან დაგიბრუნებთ.
31 აგვისტო
ზაფხულის ბოლო დღე თითოეულ ადამიანს უბიძგებს, რომ დაისვენოს, შინაგანი ძალები აღიდგინოს, გადააფასოს განვლილი მოვლენები და მიხვდეს, როგორ უნდა განაგრძოს ცხოვრება. შესაძლოა, ეს პერიოდი თქვენთვის მარტივი არ იყო, თუმცა ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ მოვლენებზე, გადაწყვიტოთ, ვის დაემშვიდობოთ სამუდამოდ, რაზე თქვათ უარი, რას მიანიჭოთ პრიორიტეტი და ასე შემდეგ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავსა და ფიქრს და მომდევნო პერიოდები თქვენთვის ნამდვილად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.
1 სექტემბერი
ასტროლოგების თქმით, ეს დღე თითოეულ ადამიანს მოულოდნელ სიხარულს, სიურპრიზსა და დადებით ემოციებს ჰპირდება, რაც საკმარისი აღმოჩნდება, მოტივაციის პოვნისა და განვითარებისთვის. შესაძლოა, იღბალი, გამართლება ნახოთ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდით, მიიღოთ ჯილდო, წახალისება, შეხვდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს და დადებითი ემოციებით აივსოთ.
2 სექტემბერი
ეს დღე ახალი ცოდნისა და უნარების მისაღებად შესანიშნავია. დაიწყეთ რაიმეს შესწავლა, ჩაერთეთ პროექტებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში და ეს წამოწყება წარმატებით დასრულდება.
3 სექტემბერი
ეს დღე გიბიძგებთ, დაუბრუნდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობის ყველაზე თბილ და ბედნიერ დღეებს გახსენებთ, მოინახულოთ, გაიხსენოთ მოგონებები, აივსოთ დადებითი ემოციებით და შემდეგი კვირა შემართებით დაიწყოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მოვერიდოთ კამათს, დაპირისპირებას, ზედმეტ გადაღლას, გადატვირთვას“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
„გასაოცარი სიურპრიზი...“ - ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს დუბაიში შეხვდა
წყარო: www.beaumonde.ge