Digest Logo

მოულოდნელი ცვლილებები, ძველი ამბების დაბრუნება და მნიშვნელოვანი მინიშნებები – როგორი იქნება 18 ნოემბერი?

1794980938
ჰოროსკოპი

18 ნოემბერი - ურანი გეგმებს ცვლის: დღე, როდესაც მოვლენები მოულოდნელად ვითარდება.

18 ნოემბერს მთვარე თევზების ნიშანში მოძრაობს, რაც აძლიერებს ემოციურ მგრძნობელობას, ინტუიციას და გარემოს განწყობების მიმართ მიმღებლობას. დღის მთავარი ასპექტი მთვარის დაძაბული კვადრატია რეტროგრადულ ურანთან, რომელიც დაახლოებით 18:00 საათამდე იმოქმედებს.

ურანის გავლენით მოსალოდნელია უცაბედი ცვლილებები, გეგმების გადადება, შეთანხმებების დარღვევა, გაუთვალისწინებელი შეტყობინებები ან ძველი, თითქოს უკვე მოგვარებული საკითხების კვლავ გააქტიურება. შესაძლოა, გარემოებებმა ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა მოითხოვოს. თუმცა, ამ ასპექტის მთავარი გამოწვევა არა თავად მოულოდნელობა, არამედ მასზე ჩვენი იმპულსური რეაქციაა.

ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მკვეთრი პასუხები და ემოციურ ფონზე მიღებული ცვლილებები ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

მთვარის ჰარმონიული ასპექტი მერკურთან მორიელში მთელი დღის განმავლობაში დაგვეხმარება მოვლენების გაანალიზებაში, დაფარული დეტალების შემჩნევასა და რეალური მიზეზების გარკვევაში. ამიტომ, სანამ გეგმებს შეცვლით ან რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ნუ ჩათვლით საკუთარ ვარაუდებს ფაქტებად.

საღამოსკენ ურანთან დაძაბულობა თანდათან შესუსტდება და ვითარებაში გარკვევა გაგვიადვილდება.

დღის მეორე ნახევარში, მეათე მთვარის დღე იწყება - გვარის, ოჯახური ფესვების, წინაპართა მეხსიერებისა და შინაგანი საყრდენის დღე. მისი სიმბოლოა შადრევანი - ცოცხალი წყლის წყარო, რომელიც დედამიწის სიღრმიდან უწყვეტად ივსება. ეს სიმბოლო გვახსენებს, რომ ადამიანის ძალა ხშირად მის ფესვებში, მემკვიდრეობით მიღებულ გამოცდილებასა და გვარის კარმულ რესურსშია.

მეათე მთვარის დღე ხელსაყრელია ოჯახურ საკითხებზე ყურადღების გასამახვილებლად, ნათესავებთან ურთიერთობის აღსადგენად, წინაპრების ისტორიის გასაცნობად და ოჯახური გამოცდილების გასაანალიზებლად.

ამ პერიოდში შესაძლოა უკეთ დავინახოთ, საიდან იღებს სათავეს განმეორებადი ცხოვრებისეული სცენარები, გარკვეული შიშები თუ ქცევითი მოდელები. დღის ენერგეტიკა განსაკუთრებით უწყობს ხელს შერიგებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ოჯახური კავშირების განმტკიცებას.

18 ნოემბრის გზავნილია: მოულოდნელ ცვლილებებს ნუ უპასუხებთ იმპულსურად. დღის პირველ ნახევარში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყურადღება ფაქტებზე გადაიტანეთ, ხოლო მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ფესვებს, ოჯახურ კავშირებსა და იმ გამოცდილებას, რომელიც თქვენს პიროვნულ საყრდენს ქმნის.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დიდი შესაძლებლობებისა და ფინანსური სიუხვის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 18 ნოემბრის ენერგიებზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕